რუსეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი არსენ ზახარიანი მოსკოვის "დინამოდან" "ჩელსიში" გადადის.
ლონდონური კლუბი ზახარიანს 15 მილიონ ევროდ შეიძენს და სეზონურ გასამრჯელოდ 960 ათას ფუნტს დაუნიშნავს.
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, ზახარიანი მალე სამედიცინო შემოწმებას ევროპაში გაივლის, ახალ გუნდში თამაშს კი ბრიტანეთში სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ შეძლებს.
გამოცემის მტკიცებით, "დინამოს" უნდა ზახარიანი ერთი წლით იჯარით დაიტოვოს, მაგრამ "ჩელსის" მისი ახლავე წაყვანა სურს.