კავაზაშვილი: უეფა და ფიფა ამერიკის შიშით უკანალებს უფრთხილდებიან

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, რუსეთის ფეხბურთის კავშირს უეფასა და ფიფას ალტერნატივად საკუთარი საერთაშორისო კონფედერაციის შექმნისაკენ მოუწოდა, რომელშიც სამხრეთ ამერიკისა და დსთ-ის ზოგიერთი სახელმწიფო და ინდოეთი გაერთიანდება და ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში იქნება.

"საერთოდ, დროა, ჩვენ უკვე კაცურად ვიმოქმედოთ და მათ წინაშე არ ვკანკალებდეთ. უკვე ორი წელია მივმართავ დიუკოვს, დაანებოს თავი ფიფასა და უეფაში წერილების წერას. მათ უკვე კარგა ხანია გადაწყვიტეს, რომ ყველაფერში დამნაშავენი ჩვენ ვართ, ამიტომ ყველგან მოგვკვეთეს. დაგვამცირეს და კიდევ რაღაცას ვთხოვთ! სიამაყით უნდა ვუთხრათ:
"ფიფა და უეფა, წადით ასო "х"-ზე".

ანზორ ბატონმა უკრაინის ნაკრების მწვრთნელ ალეკსანდრ პეტრაკოვსაც შეუტია და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნა, არ დაუშვან რუსეთი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მიუღებელია; ამ ცხოვრებაში პეტრაკოვი პაიკია, არაფერი არ უნახავს, არაფერი არ გაუკეთებია, ნაძირალაა, ფიფასა და უეფას ჩინოსნები კი თავიანთ უკანალებს უფრთხილდებიან, რადგან ამერიკის შიში აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ გარეწარის და არაკაცის ნაბოდვილის რას წერთ აქ? ულოკოს თავის მეფეს უკანალი და ეგდოს თავისთვით.
Tornike
00:14 20-09-2022
0
შეეშვით ამ იაშინის საცვალს, რატომ აშუქებთ? აშკარად ვერ იტანს საქართველოს და რუსეთის მონაა სულით და გულით.
simartle
02:57 20-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული