"ევროპაში რისთვის წავიდე, დასასვენებლად?" - გიორგი ჯიქია სამომავლო გეგმებზე საუბრობს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გიორგი ჯიქიამ ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა "სპარტაკის" ფეხბურთელი ევროპაში წასვლას, ჯიქიამ განაცხადა, რომ რუსეთის დატოვებას არ აპირებს.

"მაქვს თუ არა სურვილი, წავიდე ევროპაში? რისთვის, დასასვენებლად? ზახარიანზე ადრეც ვისაუბრე, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მთელი კარიერა წინ აქვს; თუ წავა, მის გამო ბედნიერი ვიქნები. ასაკი ჯერ კიდევ ხელს მიწყობს და წასვლა გვიანი არაა, თუმცა ამის გაკეთება არ მსურს და მზად ვარ, რუსეთის ჩემპიონატში კარიერის ბოლომდე ვითამაშო", - განაცხადა ჯიქიამ.

გიორგი ჯიქია მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას
2017 წლიდან იცავს. მიუხედავად ქართული მხარის დაინტერესებისა, მცველმა ამავე წელს რუსეთის ნაკრებში ასპარეზობა გადაწყვიტა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 29 /
წადი , ტუნდრაში დათვებს ებურთავე. ასაკი დაივიწყე
:D :D
00:32 01-12-2022
0
სი ვარრექო ჯიმა?
გადადექი
10:19 30-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული