რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში გაჭიანურებული და წარუმატებელი ე. წ. სპეცოპერაციის გამო ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და ვინც გამოცემულ განკარგულებას არ დაემორჩილება, სამიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ გამგზავრებას უამრავი რუსი მოქალაქე ცდილობს. დღეს ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკის კომისარიატში 25 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი რეზერვისტების ინსტრუქტაჟისას მძიმედ დაჭრა. ის ამჟამად რეანიმაციაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, რუსეთის ფეხბურთის კავშირის თანამშრომლებმა უკვე მიიღეს სამხედრო
კომისარიატში გამოცხადების უწყება. მათ შორის არინ იურისტები, მასაჟისტები და ნაკრების ადმინისტრატორი.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი სვიშევმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული საფეხბურთო ჩემპიონატი შეაჩერონ.
"შეიძლება თუ არა პრემიერლიგა შეაჩერონ? ყველაფერი შეიძლება მოხდეს! თუმცა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ ახლა ვკითხულობთ ინფორმაციას, რომ ფეხბურთის კავშირი თავდაცვისა და სპორტის სამინისტროებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. აგრეთვე შექმნილია შტაბი, რომელიც სამობილიზაციო საკითხებს გადაწყვეტს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატი გაგრძელდება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ციტირებს სვიშევს Sport24.
"влади мир" დიქტატორს, ამ ანტიქრისტეს წინამორბედს, როდემდე უნდა დაემორჩილოს ხალხი. მართლაც მონღოლთა გაკეთებულები არიან ეს უვიცები. თავის ხალხს ჟლეტავს უკვე, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ როგორც მონღოლთა ურდოები იმორჩილებდნენ ხალხებს ცხვრებივით (გარდა გიორგი ბრწყინვალისა, რომელმაც ბრძოლის ხსენებაც კი დაავიწყა მათ!) ისე ამ ვირს გამოსდის (ისე ვირები რუსეთში არ არიან, ან/და რად უნდათ?!). მაშინ, როდესაც ხალხი მასობრივად უნდა გამოდიოდეს მის წინააღმდეგ, ქვეყნიდან გარბიან, ეს სულით ლაჩრები ესენი! მერე კიდევ რომ დარჩეთ სათქმელი, ჩვენს ხალხს უცხო მიწაზეც კი დავიცავთო! (ეს კანონში უწერიათ, როგორც ჩინეთს!). კუზიანს სამარე თუ გაასწორებს! არადა ქრისტიანი ერია... ამათი დამარცხება და შორეული აღმოსავლეთი და ურალი ჩინეთის გახდება, ხოლო ვოლგისპირეთს მუსლიმები დაიკავებენ. მართლაც არ სძინავს ეშმაკს, ვერაფერს იტყვი!