სიტუაცია მძიმეა - უჭირს რუსეთს, უჭირს ჯიქიას

AutoSharing Option
რუსეთის კლუბებსა და ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვთ, მიუხედავად ამისა მათი პრემიერლიგის მატჩები ტარდება, მაგრამ მალე შეიძლება სპორტული ღონისძიებები შეაჩერონ. თუმცა, რა აზრი აქვს შეჯიბრებების ჩატარებას, როდესაც იზოლირებულები არიან. თავად არ იციან, რატომ და რისთვის თამაშობენ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ კი ყველას საფიქრალი გაუჩინა, რამეთუ ნებისმიერ მომენტში შეიძლება სამხედრო კომისარიატიდან უწყება მიიღონ და უკრაინაში საომრად წაიყვანონ.

შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით "ჩემპიონატთან" კომენტარი მოსკოვის "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ და ნახევარმცველმა რუსლან ლიტვინოვმა გააკეთეს.

ჯიქია: "რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის და
მთელი ქვეყნისთვის მძიმე სიტუაციაა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ვახერხებთ თუ არა თამაშზე სრულად კონცენტრირებას? ვფიქრობ, ვახერხებთ. იმის წყალობით, რომ ეს ჩემი სამუშაოა და პროფესიონალურად უნდა შევასრულო. იმისათვის, რათა პროფესიონალურად შევასრულო, კონცენტრაცია მჭირდება".

ლიტვინოვი: "ყველაზე მთავარია გამარჯვებები გავაგრძელოთ. რაც ხდება, იმისგან ძნელია ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. ახლა მთავარია ბევრი რამის კეთება, რათა ამაზე საერთოდ არ იფიქრო: არ შეხვიდე სოციალურ ქსელებში, თამაშის წინ არ წაიკითხო".

მკითხველის კომენტარები / 16 /
არ ქართველობს ეს ჯიქია და რატო იწუხებთ თავს მისი აზრების გაზიარებით
MAXO
09:29 30-09-2022
1
მძიმე კი არა გადასარევი სიტუაცია ყოფილა.
როცა რუსეთს, რუსეთის ნაკრებს და ჯიქიას უჭირთ ძალიან კარგია
Superman
09:11 30-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული