"მცემა, ცხვირი ისევ გამიტეხა, გაგუდვით მემუქრებოდა" - გოგრიჭიანს ყოფილი მეგობარი გოგონა ცილს სწამებს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, გოჩა გოგრიჭიანის შვილი, "ბალტიკას" 22 წლის ფორვარდი გოჩა გოგრიჭიანი-უმცროსი სკანდალში გაეხვია. გოგრიჭიანის ყოფილი მეგობარი გოგონა კრისტინა კუდუსი ირწმუნება, რომ გოჩამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:

"მას ადამიანს ვერ ვუწოდებ, არაერთხელ მცემა, მაგრამ ახლა ყველა საზღვრებს გადასცდა. მეტად აღარ გავჩუმდები და აღარ მოვითმენ. ცხვირი გამიტეხა. განზრახ. ოპერაციის შემდეგ დავბრუნდი, თაბაშირი მქონდა და ისევ მომაყენა ტრავმა. ზემოდან ხელით მთელი ძალით მაწვებოდა, ასევე მთელი ძალით ფეხებით მთელ სხეულზე მირტყამდა. ბარძაყზე უზარმაზარი ჰემატომა მაქვს, გაგუდვით მემუქრებოდა.

Sportall.Ge

პოლიცია გამოვიძახე, რის შემდეგაც ტელეფონით გადაღებას
ვცდილობდი, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ მეგობრებისთვის შემეტყობინებინა. იმისათვის, რათა არ მომესწრო ამის თაობაზე ვინმესთვის, მათ შორის, სოციალური ქსელით შეტყობინება გამეგზავნა, მობილური გამიტეხა. მე გთხოვთ, დამეხმარეთ სამართლიანობის მიღწევაში. ეს 02.10.2022-ს მოხდა. ფოტოს ვაქვეყნებ".

"ბალტიკამ" შიდა გამოძიება დაიწყო და ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა, გოგრიჭიანს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა. კუდუსმა ფეხბურთელს აგრეთვე სასამართლოში უჩივლა და მოკვლევა დაიწყება.

გოჩა გოგრიჭიანი-უფროსი კი აცხადებს, რომ კუდუსს ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივლებს. მისი თქმით, თავის შვილსა და კრისტინას ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, თუმცა ჩხუბამდე საქმე არასოდეს არ მისულა, მხოლოდ ტელეფონები დაზიანდა - ჯერ ქალმა გაუტეხა მობილური, მერე კი გოჩამ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეს ახლა რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს კაცია? თფუი შენ სულს. უნდა გახიო ცემაში ეს არაადამიანი დარწმუნებული ვარ დაკომპლექსებული "ჩმორია" უბანში და ამას ცოლის დაბოქსავებით ინაზღაურებს გულს იოხებს ესეთი არაადამიანები.
Charley
20:48 06-10-2022
12
უკვე ნამდვილად აღარ შემიძლია ამ იდიოტობების კითხვა,რა გჭირთ ხალხოო?? ბიჭების გასაგონად ვამბობ რა,ხომ ხედავთ პრობლემები გექმნებათ,რა მუშტზე იყურები შეეშვი და გაეშვი რაა.არკვიეთ ეხლა....
ირა
09:50 07-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული