"იურგენ კლოპის დღეები "ლივერპულში" დათვლილია - დიტმარ ჰამანი კლოპზე საუბრობს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "ლივერპული" არცთუ ისე სახარბიელო ფორმაშია, იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-10 ადგილს იკავებს და უკანასკნელ მატჩში პრინციპულ მეტოქესთან, ლონდონის "არსენალთან" 2:3 დამარცხდნენ.

"წითლების" ლეგენდის, დიტმარ ჰამანის თქმით, გერმანელი სპეციალისტის დღეები ნისლიან ალბიონზე დათვლილია. ამის შესახებ გერმანელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა Talksport-თან ისაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო რაღაც ეტაპზე კლუბის მესვეურებს შორის საუბარი შედგება და ვთვლი, რომ ეს არც ისე გვიან მოხდება. კლოპმა განაცხადა, რომ ის ამ სამუშაოსთვის სწორი ადამიანია, თუმცა არსებობს წვრილმანები, რაც საპირისპიროზე მეტყველებს; მაგალითად,
ჯორდან ჰენდერსონის ეპიზოდი, ინგლისელმა შეცვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავური უბრალოდ მოისროლა. 5 წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტი არ გვინახავს. რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს" - განაცხადა ჰამანმა.

დიტმარ ჰამანი "ლივერპულში" 1999-2006 წლებში ასპარეზობდა, 2005 წელს კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სპორტი ნებისმიერ სახეობაში, მაგრამ განსაკუთრებით ფეხბურთში, დრო "დაუნდობელია" , აგერ სულ რაღაც თვეების უკან, კლოპი და მისი გუნდი, მწვერვალზე იყვნენ და ეხლა უკვე კლოპის განთავისუფლებაზე მიდის საუბარი. ეეჰ? რას გაუგებ ადამიანი?
0
ისე რატომ არის, რომ დიდი მიღწევების მერე, დაღმასვლა იწყება? გთხოვთ ამ კითხვაზე გამცეთ პასუხი.
რეზი
13:10 12-10-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული