"მაქვს შეგრძნება, რომ ქულებს განზრახ გვაკარგინებენ" - ჟოან ლაპორტა მალე უეფას მიმართავს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "ინტერთან" (3:3) დაპირისპირების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ლაპორტას თქმით, აქვს შეგრძნება, რომ მსაჯები ქულებს განზრახ აკარგვინებენ.

"რთულ ჯგუფში მოვხვდით, "ბაიერნთან" კარგად გამოვიყურებოდით და გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ VAR-ი დემბელეს ეპიზოდში შეცდა, თერთმეტმეტრიანს აუცილებლად ვიმსახურებდით, მსაჯების გადაწყვეტილებები არც "ინტერთან" მატჩში მომეწონა, ამ საკითხზე უეფასთან აუცილებლად ვისაუბრებ, თუმცა უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანოთ, ასე გამარჯვება ბევრად მარტივი იქნება" - განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, "ბარსა" ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის "რეალს" ესტუმრება, "ელ კლასიკო" 16 ოქტომბერს,
თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხო, რა არ მოგეწონათ? კარლეს პუჩდემონის იდეების მხარდამჭერია! თუ მოგწონთ ის, მაშინ მიდით ვლადისლავ არძიმბას საფლავთან და უკმიეთ საკმეველი. განა რაიმეთი მეტია მასზე? უბრალოდ მის იდეებს ისეთივე ძლიერი მხარდამჭერი არ გამოუჩნდა, როგორც არძიმბას 90-იან წლებში რუსეთის სახით!
ლაშა
13:52 16-10-2022
3
ევროპა ლიგის ლომოოო!!!! ნუ წუწუნებ თორე მოვა აინტრახტი..
მადრიდისტი
21:37 15-10-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული