"მაქვს შეგრძნება, რომ ქულებს განზრახ გვაკარგინებენ" - ჟოან ლაპორტა მალე უეფას მიმართავს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "ინტერთან" (3:3) დაპირისპირების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ლაპორტას თქმით, აქვს შეგრძნება, რომ მსაჯები ქულებს განზრახ აკარგვინებენ.

"რთულ ჯგუფში მოვხვდით, "ბაიერნთან" კარგად გამოვიყურებოდით და გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ VAR-ი დემბელეს ეპიზოდში შეცდა, თერთმეტმეტრიანს აუცილებლად ვიმსახურებდით, მსაჯების გადაწყვეტილებები არც "ინტერთან" მატჩში მომეწონა, ამ საკითხზე უეფასთან აუცილებლად ვისაუბრებ, თუმცა უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანოთ, ასე გამარჯვება ბევრად მარტივი იქნება" - განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, "ბარსა" ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის "რეალს" ესტუმრება, "ელ კლასიკო" 16 ოქტომბერს,
თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
უეფა არ ვიცი, მარა ვიღაც განგებ, რომ გაკარგვინებს ქულებს ნაღდია, მაგალითად პიკე.D
ეეე
12:20 15-10-2022
4
ფუ ამან რაც მესის გაუკეთა, მაგის გამო ვერ ვიტან.
ზურა
12:55 15-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული