რის ჯეიმსი დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" განაპირა მცველი რის ჯეიმსი, სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

ინგლისელმა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "მილანთან" დაპირისპირებისას (0:2) მუხლზე ტრავმა მიიღო, დაზიანება თავდაპირველად სერიოზული არ ჩანდა, თუმცა გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ჯეიმსს დიდი პერიოდის გამოტოვება მოუწევს, რის გამოც, დიდი ალბათობით, კატარში გასამართ მუნდიალზე ვერ გაემგზავრება.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრების 2 ცენტრალური ნახევარმცველი, პოლ პოგბა და ნგოლო კანტე ტრავმების გამო მსოფლიო ჩემპიონატს დააკლდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული