"ოქროს ბურთის" მფლობელმა ლუიშ ფიგუმ "ბარსელონადან" მადრიდის "რეალში" ტრანსფერი განმარტა.
"ბლაუგრანაში" ყველაფერი მქონდა. რომ არა შემოთავაზება "ბლანკოსიდან", არსად წავიდოდი. ეს გამოწვევაა, გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია დაფასებაზე, მარწმუნებდნენ, რომ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს ყველაფერი შეცდომა ყოფილიყო, თუმცა მადლობა ღმერთს, არა. გავუმკლავდი ზეწოლას, მქონდა მენტალიტეტი, რომ თუ გინდა, გაიმარჯვე და გავიმარჯვე" - განაცხადა პორტუგალიელმა ექსფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, ფიგუ 2000 წელს "ბარსელონადან" "რეალში" 62 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რის შემდეგაც კატალონიაში მოღალატედ შერაცხეს და ღორის თავიც კი ესროლეს.
მომზადებულია
Championat-ის მიხედვით