"ეს ჩემს რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგება" - "ფეიენოორდის" თურქმა კაპიტანმა LGBT სამკლავური არ გაიკეთა

AutoSharing Option
"ფეიენოორდის" 21 წლის თურქმა ნახევარმცველმა და ამავდროულად გუნდის კაპიტანმა ორქუნ კოკჩუმ LGBT სამკლავურის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ეს ყველაფერი ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-10 ტურის მატჩში მოხდა, სადაც კოკჩუს გუნდმა გასვლაზე "ალკმაარს" 3:1 სძლია.

თავად ფეხბურთელმა, რომელმაც შეხვედრაში თავი გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა, მატჩის შემდეგ თავისი ქმედება ასე ახსნა:

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ყველას, განურჩევლად რელიგიისა, წარმომავლობისა თუ პრეფერენციისა. 

მჯერა, რომ ყველა თავისუფალია აკეთოს ის, რაც სურს ან გრძნობს. სრულიად მესმის ამ კამპანიის არსის, მაგრამ ჩემი რელიგიური
მრწამსის გამო არ ვიქნები მართალი ადამიანი, რომ მას მხარი დავუჭირო.

ამიტომ, არ ვიგრძნობ თავს კომფორტულად, თუ LGBT სამკლავურს გავიკეთებ... შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანში ჩემმა ქმედებამ იმედგაცრუება გამოიწვიოს. ეს არის აბსოლუტურად ჩემი გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ ჩემს გრძნობებსა და რელიგიურ არჩევანსაც პატივს სცემთ", - ამბობს კოკჩუ.

ინფორმაციისთვის, "ფეიენოორდის" მხრიდან კოკჩუს ნაცვლად სამკლავური 30 წლის ავსტრიელ მცველ გერნოტ ტრაუნერს ეკეთა.
მკითხველის კომენტარები / 44 /
ყოჩაღ ამ ბიჭს. არც შეურაცყოფა მიუყენებია ვინმესთვის და არც თავისი აზრი დაუმალავს. რას ატენიან ამ სამკლაურებს ამ ფეხბურთელებს ,რომც ჩამოართვან კაპიტნობა უფრო ღირსეული და დაფასებული კაცი იქნება კიდევ. ყველა სამკლაურს გუნდის სიმბოლიკა უნდა ეხატოს და გუნდის სახეს გამოხატავდეს და არა ლგბტ და სხვა რამეებს.
ქომაგი
15:42 17-10-2022
8
ბრავო! იგივე გააკეთა ერთმა ხორვატმა და თავად დელ პიერომაც კი. სამაგიეროდ ჩვენ კაპიტანს არ მოსვლია აზრად მომავალი თაობისთვის მაგალითი მიეცა
giga
14:36 17-10-2022
12

სიახლეები პოპულარული