"მანჩესტერ სიტის" ვულოცავ, თუმცა საუკეთესოები ჩვენ ვიყავით" - ანჩელოტიმ უკმაყოფილება ვერ დამალა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ პარიზში გამართული საღამო მადრიდის "რეალისთვის" წარმატებული გამოდგა, "ბლანკოსის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ "ოქროს ბურთი" მოიგო, "თეთრების" მეკარე ტიბო კურტუამ კი ლევ იაშინის ჯილდო დაიმსახურა, თუმცა ერთმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

გასული წლის საუკეთესო გუნდად "მანჩესტერ სიტი" დასახელდა. ფაქტის შესახებ უკმაყოფილება ვერ დამალა "რეალის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ.

"ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმებით შეირჩა გამარჯვებული, რადგან გასულ წელს მადრიდის "რეალი" საუკეთესო გუნდი იყო. "მანჩესტერ სიტის" პატივს ვცემ და ვულოცავ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პრობლემები შეგვიქმნეს და პრემიერლიგაც მოიგეს, თუმცა მთავარი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები
ჩვენ გავხდით" - განაცხადა ანჩელოტიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altნაწყენი კურტუა, გახარებული მაკრონი და რონალდოს მნიშვნელობა ამ წარმატებაში - ყველაფერი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების გუშინდელი ცერემონიალიდან


მკითხველის კომენტარები / 14 /
ანჩელოტი მართალია,რეალი უკეთესი იყო
Sake
18:21 20-10-2022
1
სიმაგრე გოლში გამოიხატება და არა თამაშში,მაშინ ნოლით ნოლი რომ დამთავრებულიყო თამაში სიტი უნდა გასულიყო ფინალში, თქვენი აზრით.
soso
16:25 19-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული