რუსული ფეხბურთის "მძიმე დანაკლისი" - კადიროვებმა კარიერა დაასრულეს

AutoSharing Option
ჩეჩნურმა და საერთოდ, რუსულმა ფეხბურთმა "მძიმე და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა" - გროზნოს "ახმატის" მოთამაშეებმა - 26 წლის აბუბაკარ კადიროვმა და 28 წლის ხალიდ კადიროვმა, ფეხბურთელის კარიერა დაასრულეს.

ისინი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის და "ახმატის" საპატიო პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ძმისშვილები არიან.

აბუბაკარი თავდამსხმელი იყო, 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თქვენ წარმოიდგინეთ, გოლიც აქვს გატანილი, პენალტით, ხალიდი კი ნახევარმცველი გახლდათ, "ახმატის" ღირსება 21 შეხვედრაში დაიცვა და რეკორდიც დაამყარა - 202 თამაშში სათადარიგოთა შორის დარჩა.

ხალიდი ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრის თანაშემწედ, ხოლო
აბუბაკარი "რამზანის" აკადემიის დირექტორად დანიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაც ეხლა ჩეჩნეთში ხდება ჩრდილო კორეასაც შეშურდება ! ყველამ ნახა კადიროვის "მოკრივე" შვილიკოს "ბრძოლა" როცა მეტოქემ ისე გაასილაქა რომ ფეხზე ძლივს იდგა
მეტოქის ყოველ შეტევას აჩერებდა "მსაჯი" და გაფრთილებებს აძლევდა @ და მერე გამარჯვება მაინც ბელადის შვილიკოს მისცეს და "გამარჯვებული" მხრებზე შეისვეს და ისე იზეიმეს გეგონუება მსოფლიოს ჩემპიონი გახდაო @@ ესაა "ამაყი" ჩეჩენი ხალხი ?? როგორ იტმენენ ასეთ მარაზმს ?? @@@
zura222
18:58 28-10-2022
4
შეამჩნიეს ტალანტი და დააწინაურეს!აბაა!
სოსო
18:10 28-10-2022
2

სიახლეები პოპულარული