"ბარსელონა" დემბელეს შემცვლელად "ვილიარეალის" შემტევს განიხილავს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" უსმან დემბელეს შემცვლელს ეძებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ ფრანგმა "ბარსასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, "ბლაუგრანა" "ვილიარეალის" შემტევის ნიკოლას ჯექსონის დამატებაზე იმუშავებს.

21 წლის ფეხბურთელი "ყვითელ წყალქვეშა ნავს" გასულ ზაფხულს "მირანდესიდან" შეუერთდა. სენეგალელმა ამ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული