გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ

AutoSharing Option
უკრაინის საფეხბურთო ასოციაცია უეფასა და ფიფას მიმართავს, რათა რუსეთის ფედერაცია მათი რიგებიდან გარიცხონ.

ამას გარდა, უკრაინელები მოითხოვენ, რომ ირანის ნაკრები 2022 წლის მუნდიალიდან მოკვეთონ.

უკრაინის საფეხბურთო ასოციაცია დარწმუნებულია, რომ რუსეთის ომი და ტერორი მათი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა დაისაჯოს სპორტული კუთხითაც, ირანი კი ეხმარება და აწვდის რუსეთს სამხედრო საშუალებებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

როგორც იცით, უეფამ და ფიფამ რუსეთის ნაკრები და მათი კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან გარიცხეს, თუმცა რუსეთი წევრ ასოციაციად ორივე მათგანში რჩება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
კვლავ ანტიუკრაინული კომენტარი, ელგუჯა შენ ეტყობა ვერ ხვდები რა ხდება ამჟამად უკრაინაში, თუ ფეხბურთის მოყვარული ხარ არ გაგიგია როგორ გვავიწროვებდნენ სპორტში რუსები, არც ის გაგიგია, რომ მსოფლიო ნაკრებში მესხი არ გაუშვეს, ყიფიანს ნაკრებში არ იძახებდნენ, არც ის გაგიგია, რა ჩაიდინეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში. არც 2008 წელი გახსოვს? უეფადან და ფიფადან მოკვეეთა დიდი სასჯელია?
პატრიოტი
16:17 01-11-2022
6
ესენი სულ უფრო არაადეკვატურები ხდებიან. პატარა ბავშვებივით ჭირვეულობენ. სად გაქრა ვაჟკაცი, ღირსეული უკრაინელი ხალხი?!...
ელგუჯა
15:06 01-11-2022
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული