ხვიჩას შემდეგ კიმიც - "ნაპოლის" მცველს მანქანა მოჰპარეს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უსიამოვნო ცნობა გავრცელდა. ქართველ შემტევს მანქანა მოჰპარეს, მაშინ, როდესაც "კვარა" სახლში იმყოფებოდა.

დღეს კი La Gazzetta dello Sport-მა ანალოგიური ინფორმაცია კიმ მინ-ჯეს შესახებ გვამცნო. გამოცემის ცნობით, მძარცველებმა კიმს "ფიატის" მარკის ავტომანქანა მოჰპარეს.

"ნეაპოლის ერთ-ერთ პრესტიჟულ გარეუბან პოსილიპოში, მძარცველებმა "ნაპოლის" მცველის კიმ მინ-ჯეს ცოლის მანქანა მოიპარეს, რომლის ღირებულებაც 17 000 ევროდან იწყება. ფეხბურთელმა ავტომანქანა ქუჩაში დააყენა, თუმცა  ადგილზე აღარ დახვდა, გამოძიება მიმდინარეობს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია A-ს მე-13 ტურის მატჩს, დღეს "ატალანტას"
წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altავტომობილის მოპარვის შემდეგ, შესაძლოა, კვარაცხელიამ ნეაპოლში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს

მკითხველის კომენტარები / 13 /
რაღაც ხდება მუქარას წააგავს ეს ყველაფერი
beqa
20:23 05-11-2022
8
ნეპოლი არის მაფიოზების ქალაწი.თავის დროზე ამ ქალაქიდა,თუ მეხსიერება არ მღალატობს,მარადონა გაიტაცეს.
ჯანაშია ვაგნერი.
20:58 05-11-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული