ხვიჩას შემდეგ კიმიც - "ნაპოლის" მცველს მანქანა მოჰპარეს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უსიამოვნო ცნობა გავრცელდა. ქართველ შემტევს მანქანა მოჰპარეს, მაშინ, როდესაც "კვარა" სახლში იმყოფებოდა.

დღეს კი La Gazzetta dello Sport-მა ანალოგიური ინფორმაცია კიმ მინ-ჯეს შესახებ გვამცნო. გამოცემის ცნობით, მძარცველებმა კიმს "ფიატის" მარკის ავტომანქანა მოჰპარეს.

"ნეაპოლის ერთ-ერთ პრესტიჟულ გარეუბან პოსილიპოში, მძარცველებმა "ნაპოლის" მცველის კიმ მინ-ჯეს ცოლის მანქანა მოიპარეს, რომლის ღირებულებაც 17 000 ევროდან იწყება. ფეხბურთელმა ავტომანქანა ქუჩაში დააყენა, თუმცა  ადგილზე აღარ დახვდა, გამოძიება მიმდინარეობს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია A-ს მე-13 ტურის მატჩს, დღეს "ატალანტას"
წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altავტომობილის მოპარვის შემდეგ, შესაძლოა, კვარაცხელიამ ნეაპოლში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამას უეჭველი ჩვენი ჟურნალისტი გოგო იზამდა, სპალეტის რომ უსვამს კითხვებს კვარაცხელიაზე. ძალიან გავიდა თავს, დროზე დააბრუნეთ საქართველოში, თორემ მალე მთელ ნაპოლის დააწიოკებს
კოკო
15:31 06-11-2022
0
პოლიციის ვერსიები.
მეც მიმაჩნია, რომ კიმის ცოლის მანქანა სხა ქურდებმა მოიპარეს.
https://www.calcionapoli24.it/rassegna_stampa/furti-auto-kvaratskhelia-e-kim-casi-collegati-ecco-l-ipotesi-degli-investigatori-n538009.html
ქ. გ.
14:11 06-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული