"ზოგჯერ სიყვარული ნიშნავს, რომ უნდა წახვიდე" - ხერარდ პიკე "ბარსელონას" ემოციურად დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 5 ნოემბერს კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ესპანელმა "ბლაუგრანას" ღირსება უკანასკნელად "ალმერიას" წინააღმდეგ დაიცვა.

მატჩის შემდეგ, "ნოუ კამპზე" ხერარდს გაცილება მოუწყვეს, სადაც 4-გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ქომაგებს მიმართა:

"პირველ რიგში, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, თანაგუნდელებს, პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს, ყველას, ვინც ამ კლუბში ცხოვრებას უკეთესს ხდის. ზოგჯერ სიყვარული ნიშნავს, რომ უნდა წახვიდე. მომავალში აუცილებლად დავბრუნდები, პირველად, როცა წავედი 17 წლის ვიყავი, ამჯერადაც დავბრუნდები. აქ დავიბადე და აქ მოვკვდები" - განაცხადა თვალცრემლიანმა პიკემ.

შეგახსენებთ, პიკე "ბარსას" აკადემიაში 1997
წელს ჩაირიცხა, 2004 წელს კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა და მანკუნიანელთა რიგებში პრემიერ ლიგის, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო. ესპანელი 2007 წელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დაბრუნდა, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა. "ბლაუგრანას" რიგებში პიკე 8-ჯერ ლა ლიგის, 7-ჯერ ესპანეთის თასის, 6-ჯერ სუპერთასის და 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

"ფურია როხას" რიგებში კი 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი და 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ტიტულიც მოიპოვა.

alt23 წლის გოგონა, მასზე 12 წლით უმცროსი - ვინ არის კლარა, ვისზეც პიკე კარიერის დასრულების შემდეგ დაქორწინებას გეგმავს [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამდენი წელი ბარსას ძირითადში..თან რამდენი მწვრთელი გამოიცვალა...ბარსას ლეგენდაა ეს კაცი ..ძალიან ემოციური კადრები იყო..თუმც ჩემი აზრით 1 სეზონს კიდევ ითამაშებდა..
კიეზა
16:40 06-11-2022
0
პიკე! ყველამ ხომ ვიცით, რომ გაიძულეს წასვლა, თორე ასე სპონტანურად არ გადაწყვეტდი ფეხბურთისთვის თავის დანებებას. რას ვიზავთ, ბარსაში ლეგენდებს არ აფასებენ.
თემო
13:22 06-11-2022
1

სიახლეები პოპულარული