
ბოლო პერიოდში, საფეხბურთო კარიერის მიღმა, პიკეს პირადი ცხოვრებაც მედიაში აქტიურად განხილვის საგანი იყო. მოგეხსენებათ, ის ცნობილ მომღერალ შაკირას გაშორდა და მასზე გაცილებით ახალგაზრდა გოგონასთან დაიწყო ურთიერთობა.
ვინ არის ფეხბურთელის ახალი სიყვარული კლარა ჩია მარტი? - ის 23 წლისაა და პიკეზე 12, ხოლო შაკირაზე 22 წლით უმცროსია.
![23 წლის გოგონა, მასზე 12 წლით უმცროსი - ვინ არის კლარა, ვისზეც პიკე კარიერის დასრულების შემდეგ დაქორწინებას გეგმავს [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/085702916b82bb43ea9082c2d301a4dd.jpg)
გოგონა რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში სწავლობს და ამავდროულად, Kosmos Studio-ში
მედიაში პიკესა და კლარას გაცნობის ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი მათგანით, მარტი რესტორანში მიმტანი იყო და ხერარდმა პირველად ის იქ ნახა, მეორე ვერსიით კი, ისინი ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდნენ.
![23 წლის გოგონა, მასზე 12 წლით უმცროსი - ვინ არის კლარა, ვისზეც პიკე კარიერის დასრულების შემდეგ დაქორწინებას გეგმავს [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/c254d10dd963f838c15f4fad0c3bc310.jpg)
გაცნობის შემდეგ პიკემ გოგონას დაურეკა და თავის კომპანიაში დააწყებინა მუშაობა, რის მერეც მათი ურთიერთობა დაიწყო.
თავდაპირველად, წყვილი საჯაროდ არ ჩნდებოდა, თუმცა Summerfest Cerdanya festival-ზე ისინი კოცნის დროს დააფიქსირეს, რის შემდეგაც ურთიერთობას აღარ მალავენ.
![23 წლის გოგონა, მასზე 12 წლით უმცროსი - ვინ არის კლარა, ვისზეც პიკე კარიერის დასრულების შემდეგ დაქორწინებას გეგმავს [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/7a684bfb99b873938ed84031da9c65ff.jpg)
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პიკე კლარასთან ურთიერთობას ძალიან სერიოზულად ეკიდება. ის უკვე შეხვდა გოგონას მშობლებს და ქორწინებასაც გეგმავს...