"პარი სენ ჟერმენი" ნგოლო კანტეს დამატებას უფასოდ გეგმავს

AutoSharing Option
ფრანგული პსჟ ნგოლო კანტეს დამატებით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, 31 წლის ფრანგს ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს. "ჩელსიმ" ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივება სექტემბერში სცადა, თუმცა მხარეები ხელშეკრულების ვადაზე ვერ შეთანხმდნენ.

სამწუხაროდ, ნგოლო საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალზე გამოაკლდება. კანტეს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ამ სეზონში ლონდონელთა შემადგენლობაში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული