"პორნოა თუ რა?!" - კავაზაშვილი რუსეთი-ტაჯიკეთის მატჩზე გავრცელებულმა მოსაზრებამ გააღიზიანა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ მოსაზრების გამო, რომ რუსეთის ნაკრების ამხანაგური მატჩი ტაჯიკეთთან უინტერესო იქნება.

"ბევრი ამბობს, რომ რუსეთისა და ტაჯიკეთის მატჩის ყურება შეუძლებელია. რატომაა შეუძლებელი?! პორნოგრაფია თუ რატომ?!

არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ მოწინააღმდეგე არ მოსწონთ. ნებისმიერ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ ვუყურებთ ევროპული დონის ნებისმიერ ფეხბურთს, ასევე, ეროვნული ნაკრებების მატჩებს.

რაც მთავარია, ჩვენ ვტკბებით ლამაზი თამაშით. არავინ გაიძულებს, უყურო იმას, რაც არ მოგწონს. შეგიძლიათ გამორთოთ ან გადართოთ სხვა არხზე

ტელევიზორი არსებობს იმისთვის,
რომ ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია ან გარკვეული სიამოვნება. ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს, მიიღოს ნეგატიური ან პოზიტიური ინფორმაცია - ეს მისი არჩევანია.

მე არ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ უარყოფითზე საუბრობენ, შემდეგ კი პრესას ეტყვიან: "რატომ უნდა უყურო ამ მატჩებს, როდესაც გარკვეულია, რომ რუსეთი დაამარცხებს ტაჯიკეთსა და უზბეკეთს?!

თუ აღმოჩნდება, რომ რუსეთი წააგებს? მაშინ რას იტყვიან იგივე ადამიანები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ? ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგური მატჩებით რუსეთმა პოზიტიური მომენტები მიიღოს.

შეგვიძლია გუნდში ჩავრთოთ ახალი მოთამაშეები, დავადგინოთ ძირითადი შემადგენლობა და რეზერვი... დღეს მთავარი მწვრთნელი და შტაბი ეძებს ახალ ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც იმსახურებენ ნაკრებში ჩართვას", - ამბობს კავაზაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
იმედია დიდი ხანი არ გეღირსებათ საერთთაშორისო არენაზე გამოსვლა.
მიშა
11 ნოემბერი 2022 13:19
7
ამ კაცმა თავის გვარს "შვილი " მოაცილოს . ან კავაზოვი ან კავაზიდი გახდეს !
დათო
11 ნოემბერი 2022 15:51
6
ისედაც კავაზიდია ეს ბათუმელი კაცი.
გვარგადაკეთებული კავაზიდი ვითომ კავაზაშვილი
ბათუმელი ექსპერტი
11 ნოემბერი 2022 18:02
1
ვის რაში აინტერესებს ამ მონგოლის აზრები?
ჭორლეონე
11 ნოემბერი 2022 15:35
5
არ არის აუცილებელი ანზორას ყველა გამონათქვამის გამოქვეყნება , ვის რაში აინტერესებს?
SSSSSS
11 ნოემბერი 2022 14:19
0
უცნაურია რატომ არ გკიდიათ კავაზაშვილი და მისი აზრები რუსეთის ფეხბურთზე? რომელი ბრაზილია და გერმანია რუსეთია, მისი ფეხბურთი ასე რომ გაინტერესებთ?!
levan
11 ნოემბერი 2022 13:47
1
მეგობრებო, ასეთი ინტენსივობით რატომ წერთ ამ კაცზე, მითუმეტეს ვის უნდა აინტერესებდეს ან რისი მომცემია ქართველი გულშემატკივრისთვის რას ამბობს კავაზაშვილი რუსეთი- ტაჯიკეთის ამხანაგურ მატჩზე. უამრავი რამ ხდება ქართულ და მსოფლიო სპორტში იმაზე მოგვაწოდეთ ინფორმაცია. რუსეთი ფიფამ და უეფამ მოკეთა დეხბურთიდანდა და ჩვენ რა ვერ დავკარგეთ ინტერესი ამ ხალხის მიმართ.
ლაშა
12 ნოემბერი 2022 02:52
1
ცოტაოდენი ინტელექტი უნდა ამ "ხალხისადმი" ინტერესის დაკარგვას მეგობარო..
ირაკლი
23 დეკემბერი 2022 16:20
0
სადაც იყავი ხო მოგხსნეს და გაჩუმე ენა,იყავი ღრუსეთში
დავით
11 ნოემბერი 2022 19:48
6
სულ დაიღუპა ამ კაცმა თავი!
მწვრთვნელი
11 ნოემბერი 2022 15:03
4
ხვდება კაცი,რომ რუსეთის ნაკრებს,პუტინის სიცოცხლეში არსად შეასუნიებენ და ეგუება ტაჩიკეთთან მატჩს.მერე ალბად აფხაზეთის ნაკრებს შეხვდებიან,რამდენიმე ოსი ფეხბურთელით გაძლიერებულს.ადრემეზობელი მეუბნეოდა პუტინი რუსეთს ააშენებსო....არადა ხომ აშკარაა რომ მასზე დიდი მტერი რუსეთს არ ყოლია მონღოლებიდან მოყოლებული.
ენძო
11 ნოემბერი 2022 14:12
6
აუ რა ცოდოა. მრცხვენია
ვაჟა
12 ნოემბერი 2022 00:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული