"ძალიან იმედგაცრუებულია" - კლოპი ფირმინოს განაცხადს მიღმა დატოვებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა რობერტო ფირმინოს ემოციურ მდგომარეობაზე ისაუბრა, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა, "ლივერპულის" 9-იანი კი განაცხადს მიღა აღმოჩნდა.

"სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვისაც დიდი დარტყმა იყო. რა თქმა უნდა, ბრაზილიას უძლიერესი შემადგენლობა და წარმოუდგენელი ფეხბურთელები ჰყავს, კონკურენცია ძალიან მაღალია. ბობი ნამდვილად იმედგაცრუებულია" - აღნიშნა კლოპმა.

შეგახსენებთ, "სელესაო" ჯგუფში სერბეთის, შვეიცარიისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებთან მოხვდა. ტიტეს გუნდი პირველ მატჩს სერბეთის წინააღდეგ, 24 ნოემბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია
Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრაზილიას ისეთი სუსტ ნაკრები ყავს რომ არამგონია ფირმინიოს ეშველა მისთვის რამე.ჯგუფიდან რომ ვერ გავიდეს არ გამიკვირდება რა ვქნა ჩემი აზრია ეს.
გეგი
13:14 13-11-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული