"ნაპოლის" მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა" - ლუჩანო სპალეტიმ კიმ მინ-ჯაეზე ისაუბრა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "ნაპოლიმ" "უდინეზეს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

სპალეტის თქმით, კიმ მინ-ჯემ "ნაპოლის" მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა.

"გამარჯვება ყოველთვის ბრძოლას მოითხოვს, მინდა მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო, ყველას, როგორც ფეხბურთელებს, ასევე კლუბში მომუშავე პერსონალს. მე მათი მადლიერი ვარ.

როდესაც მოედანზე გულშემატკივრები ასეთ ატმოსფეროს ქმნიან, ეს ფეხბურთელებს კიდევ უფრო შთააგონებს და მეტად დახარჯვისკენ უბიძგებს.

რაღაც მომენტში ვიფიქრეთ, რომ თამაში დასრულებული იყო, კონცენტრაცია დავკარგეთ, მაგრამ, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან
ნესტოროვსკის დონის მოთამაშე შემოდის, თუ ტემპს არ შეინარჩუნებ, აუცილებლად დაისჯები.

კიმმა "ნაპოლის" მაისურით დღეს ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, თუმცა დავრწმუნდით, რომ ისიც ადამიანია. საჭიროა, რომ შეცდომები მანაც დაუშვას.

4 შეცვლა გავაკეთე და ოთხივე ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. შეცვლების გაკეთება კიდევ რომ შემძლებოდა, სხვებიც ასეთივე მონდომებით ითამაშებდნენ. შესანიშნავი პროფესიონალები არიან" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ჩემპიონატში ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა და სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 4 იანვარს "ინტერთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გადაიღალა კიმი, გადაიწვა. ეგეც ადამიანია. ეხლა მსოფლიო უწევს, იმედია არ გაიტრამვება.
შაკო
23:22 12-11-2022
0
კიმი ნაპოლის დიდი ძალაა. ეს დღეს დადასტურდა.
Lasha
01:55 13-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული