ამერიკელი ინვესტორები მზად არიან "ნაპოლი" შეიძინონ - დე ლაურენტისის პასუხი ცნობილია

AutoSharing Option
"ნაპოლის" შეძენა ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას სურს, - ამის შესახებ Areanapoli.it იტყობინება.

წყაროს ცნობით, შეთავაზება მალე გაკეთდება, თუმცა კლუბის ამჟამინდელი მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი "ნაპოლის" გასხვისებას არ გეგმავს და მისთვის აზრის შეცვლა ურთულესი იქნება.

შეგახსენებთ, დე ლაურენტისმა "ნაპოლი" 2004 წელს შეიძინა. იმ პერიოდში "პარტენოპეი" გაკოტრდა და იტალიის მესამე ლიგაში იმყოფებოდა. დროდადრო კინორეჟისორმა ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა. 33 წლის შემდეგ ნეაპოლელი ქომაგები ნანატრი სკუდეტოს მოლოდინში არიან...

"ნაპოლი" 41 ქულით სერია A-ს ლიდერობს, უახლოეს მდევარს "მილანს" კი 8 ქულით უსწრებს.

altაურელიო დე ლაურენტისი: ნეაპოლელთა

გასაბედნიერებლად "მილანი" ხომ არ მეყიდა?

altაურელიო დე ლაურენტისი: სასიამოვნო სანახავი იქნება, როდესაც ანჩელოტის "ნაპოლი" სარის "იუვენტუსს" დაამარცხებს

altაურელიო დე ლაურენტისი: "იუვენტუსის" მწვრთნელი ალეგრი კი არა, რონალდოა





მკითხველის კომენტარები / 6 /
არ აწყობთ ვიღაცეებს ნაპოლის აღზევება და მოქისტვაზე ჩალიჩი დაიწყეს. იმიტომ რომ ვერ აკონტროლებენ. არც ბარსელონას ზეობა მოსწონდათ და ჩაავლეს საცეცები ხელოვნურად დაამხეს. ნაპოლის ჯერ არ დაუწყია წესივრად და უკვე დაშლა დაქუცმაცებაზე დაუწყეს ჩალიჩი. იქით ოსიმენის ყიდვა უნდათ. ყველა ლიდერების აცინცვლა უნდათ და ფეხებზე კიდიათ ვინღა დარჩება. თითქოს ნაპოლი დიდი გუნდი არაა ისე "ავტორიტერულად" ეპატიჟებიან სხვა გუნდებში. და არც აძლევენ უფლებას რომ გახდეს დიდი გუნდი. ეს ვირთხული ტაქტიკა უნდა მოისპოს ფეხბურთში როცა ფეხბურთელს იმისთვის ყიდულობ რომ სხვა დაასუსტო
intersect.
07:13 22-11-2022
0
უტვინო ამერიკელებმა.... ფანტაზიია უნარი მესის
დავით 2101
02:42 22-11-2022
7

სიახლეები პოპულარული