სად თამაშობს, კატარში? "ოქროს ბურთი" რამდენჯერ მოიგო?!" - საუდის არაბეთისკენ მიმავალ რონალდოს გზად მისი ძველი სკანდალური განცხადება დააწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Marca-ს ინფორმაციით, 37 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის კლუბ "ალ ნასრიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. 

ჟურნალისტებმა ვეტერან ფეხბურთელს 7 წლის წინანდელი ნათქვამი გაუხსენეს, როდესაც ჩავი "ბარსელონადან" კატარში მიდიოდა სათამაშოდ, რონალდოს კი თავად "ოქროს ბურთი" 3-ჯერ ჰქონდა მოგებული.

მაშინ ერნანდესმა Cadena Ser-თან თქვა, რომ კრიშტიანო არაჩვეულებრივი მოთამაშეა, მაგრამ მესი - საუკეთესო და მათი ერთმანეთთან შედარება არც კი შეიძლებოდა.

რა თქმა უნდა, ჩავის ამ კომენტარზე აზრს პორტუგალიელსაც დაეკითხნენ, რომელმაც მაშინ ჟურნალისტებს მიუგო:

"ინტერნეტში ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე მე ვარ. მათ, ვისაც უნდა
გამოჩნდეს წინა გარეკანებზე ან რაიმეს პოპულარიზაცია მოახდინოს, ჩემზე საუბრობენ.

"ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რას ამბობს ჩავი? სად თამაშობს? კატარში ან (სადმე), არ ვიცი. მან ყველაფერი მოიგო, მაგრამ არასდროს მოუგია "ოქროს ბურთი". მე მაქვს სამი. ეს ჩემი პრივილეგიაა, ასე რომ, არ მანაღვლებს, ჩავი რას ამბობს", - თქვა რონალდომ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
Რა ძალიან გაუმწარებიხარ რონალდოს,რა იყო ბჯო?რამეს ვიფიქრებდი,მაგრამ სად შენ და სად რონალდო.რონალდოს ბუცის ჭუჭყის მიკრო ნაწილაკად არ ღირხარ
(Ვითომ) ქართველს
09 დეკემბერი 2022 19:56
14
Რონალდოს ჩვენი მხითარიანიც კი სჯობია.მომავალ მსოფლიოზე ცისარტყელას ფერებიანი სამკლაურით ითამაშებს ყველა ნაკრები.მომავალი მსოფლიო ჩვენია!!!
G.LA
09 დეკემბერი 2022 20:02
13
მაგიტოა სექტას რომ გეძახით ქოცებს, როგორც კი ჩემი კომენტარი მოგვხვდა ეგრევე ჩემი სახელით(G.LA) წერ იდიოტობას. ძალიან მახსრებს თუ ჩემი კომენტარები ასე მოქმედებს საქოცნეთზე, სიმართლე არავის უყვარსო ნათქვამია.

G.LA გაღიზიანებს და გეშინია…)
G.LA
10 დეკემბერი 2022 11:11
2
"მფრინავ სიკოს" ვინც ჩემ ქართველობაში ეჭვი შეიტანეთ ერთად დამაფრინდით შენც და შენი კრისწინა შე მართლა ჭუჭულას ჭუჭყო
ქართველი
10 დეკემბერი 2022 12:26
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული