გაასწრო მარადონას, გაუთანაბრდა ბატისტუტას - გახდება მესი არგენტინის ყველა დროის საუკეთესო?

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები მუნდიალის მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.

მოგეხსენებათ, შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, გოლისა და შედეგიანი გადაცემის ავტორი კი ლიონელ მესი გახდა.

ამით ლეოს "ალბისელესტეს" რიგებში მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 10 გოლი მოუგროვდა, რითიც გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი გაიმეორა.

ამ მუნდიალზე მესიმ დიეგო მარადონას უკვე გაასწრო, რომელსაც 8 ბურთი აქვს შეგდებული. საინტერესოა, გაუტანს მესი ხორვატიასაც და გახდება მსოფლიო ჩემპიონატებზე არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი? - ამას ყველა ერთად ვნახავთ...

alt

- გახდება მესი არგენტინის ყველა დროის საუკეთესო?" />არგენტინის გულშემატკივრებმა გამარჯვება მთელს მსოფლიოში აღნიშნეს [VIDEO]

alt"სულელო, აქედან მოშორდი! იქით წადი!" - ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ გაბრაზებულ მესის ძლივს აწყნარებდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
მარადონას თამაშის მანერით , სიჩქარით და შემტევობით, ვერავინ დაეწევა ჯერ ჯარობით ცნობილი ფესბურთელებიდან. ის იყო ფეხბურთის ჯადოქარი!
nato
12 დეკემბერი 2022 16:51
0
ვინც დაგეგმა ამხანაგური თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა მაროკოსთან მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მართლა ესმის თანამედროვე ფეხბურთის ასავალ დასავალი და ხდება სანიოლი ,რომ ამბობს ქართველებს არ ესმოდათ რა დონეზე იყო საჭირო თამაში მაროკოსთანო და რომ 3-0 წავაგეთ და ვერ გავათცნობიერეთო მსოფლიო დონის ფეხბურთზე თამაშიდან ამიტომ წავაგეთო,გააცნობიერეს ბიჭებმა მაგრამ არ გვყავდა კვარაცხელია,მამარდაშვილი და ერთი ორი სხვაც ძლიერი ქართველი ფეხბურთელი,,სულ სხვა ანგარიში იქნებოდა,და ორგანიზაციაც თამაშისა და დისციპლინა რომ გვქონდეს მაროკოს დონისა,ერთერთი მსოფლიოში უძლიერესი გუნდი ვიქნებოდით ,მაროკო კი დღეს დღეობით ერთ ერთი უძლიერესი გუნდია მსოფლიო ჩემპიონატზე,გუნდმა უნდა ითამაშოს და არა მხოლოდ ერთეულებმა მესიმ, რონალდომ თუ კვარაცხელიამ და ელ ნასირიმ მარტო.....დისციპლინა და კლასი ჰქმნის გუნდს,და ნათლად დაგვანახა მუნდიალმა ეს აქსიომა,მაგარი ქართული გუნდი გვეყოლება თუ ეს აქსიომა გავაცნობიეროთ ახლო მომავალში...
ზ.მ. ლონდონიდან
10 დეკემბერი 2022 21:14
1
ჯოვინო ფლამარიონი რატომ არ არის თუ იცით ამ მუნდიალზე
გიო
10 დეკემბერი 2022 19:27
3
ეხლა აქ მესისტები არ გამომიხტეთ, ძალიან თავში აქვს ავარდნილი მესის, ზოგადად ადამიანი ფასდება იმით თუ როგორ ექცევა სხვა ადამიანებს, მასზე ნაკებად პოპულარულებს. ის რაც მესიმ ჩაიდინა ვეგჰორსტთან მიმართებაში სხვას რომ გაეკეთებინა კოცონზე დაწვავდნენ.
მამუკა
10 დეკემბერი 2022 18:59
22
მთელ კვირაა შეურცყოფას აყენებდა მესის და მის გუნდს მთელი ჰოლანდია ვან გალიდან დაწყებული ვან ბასტენით დამთავრებული. იგივე გრძელდებოდა თამაშის დროსაც. არ პასუხობს და ჩმორიაო აბა დიეგო მაგათ სულ დ.... ტ.. დაახურავდაო, უპასუხა დაროგორ გაბედაო. მოკლედ რა ხართ ეს ჰეიტერები რა....
კარგი რა
10 დეკემბერი 2022 20:30
4
ვერ წარმომიდგენია ამ უდიდესი ფეხბურთელების შემყურე ერთმანეთს რატომ ვლანძღავთ?! არ ჯობია უყურო და უბრალოდ ისიამოვნო? უბრალოდ ვერასოდეს გავიგებთ რომელი რომელს ჯობია, მესი, რონალდო თუ სხვა უდიდესი ფეხბურთელები. გუშინ მესის ყურებით ვისიამოვნე, დღეს რონალდოს ყურებით ვისიამოვნებ, ხვალ ხვიჩას ყურებით და ასე შემდეგ… ფეხბურთმა და ზოგადად სპოეტმა ხომ სიამოვნება უნდა მოგვანიჭოს, ჰოდა მოდი ვისიამოვნოთ რა….
იღბლიანი
10 დეკემბერი 2022 17:08
0
ამ ბოლო დროს ხშირად მიჩნდება კითხვა: ეს ხალხი ყოველთვის ასეთი იდიოტი იყო თუ ახლა გამოტვინდა?! :) თქვენი არ იყოს - უყურე და ისიამოვნე. გინდა ვინმეს ქომაგობა? - უქომაგე, რა პრობლემაა, მაგრამ მიიღე სიამოვნება სხვისი, თუნდაც "შენი" ფეხბურთელის მეტოქის თამაშიდანაც, ამას დიდი ტვინი და განათლება ჭირდება?!
დავით
10 დეკემბერი 2022 18:12
0
ეგეთი "დილიხორი" აქვთ
Mefe-ს
10 დეკემბერი 2022 15:51
2
პენალტების სერიაში გატანილი გოლი რატო არ ითვლება?
Mefe
10 დეკემბერი 2022 14:51
16
ხვიჩას სურათი გამახსენდა :)))
ადამიანი
10 დეკემბერი 2022 14:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული