აკინფეევს "რეალში", "ბარსელონასა" და "იუნაიტედში" თამაში შეუძლია - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკისა" და "კრასნოდარის" ყოფილმა ფეხბურთელმა არიმ ცსკა-ს მეკარის, იგორ აკინფეევის შესახებ ისაუბრა.

ერთ დროს რუსეთის ნაკრების თავდამსხმელის თქმით, აკინფეევს ისეთ გუნდებში თამაში შეუძლია, როგორებიც: მადრიდის "რეალი", "პარი სენ ჟერმენი", "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.

"აკინფეევი რუსული ფეხბურთის ლეგენდაა, მას მთელი ქვეყანა იცნობს. იგორის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიჭირდა. დარწმუნებული ვარ, აკინფეევს "რეალში", "ბარსაში", პსჟ-სა და "იუნაიტედში" თამაში შეუძლია. 2 წლის წინ რომ ცსკა-დან წასულიყო, ახლა რომელიმე ტოპ კლუბის ძირითადი შემადგენლობის მეკარე იქნებოდა.

ის მხოლოდ 36 წლისაა. რატომ არ შეუძლია "რეალში"
წავიდეს?" - განაცხადა არიმ, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა. 

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 11 /
რუსები ველურები არიან თავიანთი წინაპარი მონღოლებივით და მათი ადგილი არ არის ცივილიზებულ სამყაროში.
status quo
20:19 14-12-2022
14
ლენინსაც შეუძლია გაეროს გენერალუ მდივნის როლი შეასრულოს, მერე რა რომ მავზოლეუმშია :)
საბა
16:49 12-06-2023
8

სიახლეები პოპულარული