ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
27 მარტს, ჩერნოგორიის ქალაქ პოდგორიცეში გამართული ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელშიც მასპინძელთა ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა, ტრიბუნებზე არეულობების გამო ჩაიშალა.

ჩერნოგორიელი გულშემატკივრების აგრესიული ქცევის გამო, რომლებიც ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, გერმანელმა არბიტრმა დენიზ აიტეკინმა 65-ე წუთზე მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

განსაკუთრებით რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკინფეევი დაზარალდა, რომელსაც ტრიბუნიდან ნასროლი მაშხალა თავში მოხვდა. მეკარე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, რის შემდეგაც ის ტვინის შერყევის დიაგნოზითა და თავის არეში დამწვრობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უეფა ინციდენტს იძიებს, ჩერნოგორიას, სავარაუდოდ, სხვადასხვა სანქციებთან ერთად,
ტექნიკური წაგებაც ჩაეთვლება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა შუაშია ზიზღი? ეს ფეხბურთია პარანოიკები ხართ
Leonsio
16:15 28-03-2015
0
სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ
ლევანი
16:14 28-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული