ლუკაშენკო: კატარში ჩვენი ფეხბურთელები ვერ შევნიშნე - თუ ცუდად ვაკვირდები

AutoSharing Option
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყანაში ფეხბურთის დონით უკმაყოფილოა და სპორტის მინისტრი სერგეი კოვალჩუკი კრებაზე გააკრიტიკა.

"მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. მე რაღაც, სერგეი მიხეილის ძევ (კოვალჩუკი), იქ ჩვენი ფეხბურთელები ვერ შევნიშნე. თუ მე უბრალოდ ცუდად ვაკვირდები. იქ ახლოსაც არ არიან.

მეტიც, ვადარებ ჩვენი ფეხბურთელების თამაშს იმ ფეხბურთთან, რომელსაც დღეს იქ სპორტსმენები აჩვენებენ. თანაც, ამ შედეგებს ზამთრის პერიოდში აჩვენებენ და როგორც ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ფეხბურთით დიდხანს ვიყავი დაკავებული - უბრალოდ ეს მაშინებს.

სპორტის ეს სახეობა, ისევე, როგორც მრავალი სხვა სახეობა, საშინელ მდგომარეობაშია. ოდესღაც,
თქვენი დანიშვნისას, იმედი მქონდა, რომ თქვენ, როგორც სამხედრო ადამიანი, სპორტის მოყვარული, რომელსაც ის ესმის, იქ საქმეს შემოაბრუნებდით.

ვიცე-პრემიერზე (კრებაზე ასევე მყოფ იგორ პეტრიშენკოზე) არ ვლაპარაკობ. იქ ვიცე-პრემიერს საერთოდ ვერ ვხედავ. არცერთ სოციალურ სფეროში და ა.შ. და რა, გავიდა დრო, არც ისე ცოტა წელი და სადაა შედეგები?", - ციტირებს ლუკაშენკოს "ბელტა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული