"სანტოსის" ყოფილი პრეზიდენტი ორლანდო როლო ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, - იტყობინება "გლობო".
როლო ნარკოკარტელის წარმომადგენლებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. სასამართლოს უკვე აქვს შესაბამისი აუდიო და ვიდეოჩანაწერები.
როლო 800 კილოგრამი კოკაინის გადაცემაშია ეჭვმიტანილი.
ის პოლიციაში მუშაობდა და დანაშაულებრივ დაჯგუფებას ნარკოტიკების დაბრუნებას ფულის სანაცვლოდ სთავაზობდა.