დღეს რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომზე ევროპიდან აზიის კონფედერაციაში გადასვლაზე იმსჯელეს და საკითხის გადაწყვეტა 27 დეკემბრისთვის გადაიტანეს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ალეკსანდრ დიუკოვმა და საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთეს.
დიუკოვი: "არსებობს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე. ეს ადვილი გადაწყვეტილება არაა. ორი მიმართულებით ვმუშაობთ. პირველი - სასამართლოები. ჩვენს აპელაციას მხარი არ დაუჭირეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია. კონსულტაციებს ვაგრძელებთ.
იდეოლოგიურად ევროპასთან წინააღმდეგობაში ვართ. იქ პოლიტიკა პირველ ადგილზეა, ფეხბურთი კი მეორეზე. ეს კატარში ვნახეთ. თუ დროშისა და ჰიმნის გარეშე
ასპარეზობის უფლებას დაგვრთავენ, უკეთესია ასე ვითამაშოთ. ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს უკვე აქტიურად სთავაზობენ მოქალაქეობის შეცვლას. რუსული კლუბების დიდი უმრავლესობა აზიაში გადაბარგებას უჭერს მხარს. აზიის კონფედერაცია რუსეთის მისაღებად მზადაა".
კოლოსკოვი: "ბევრი ფრთხილობს. აღმასკომის წევრთა უმეტესობა აზიაში გადასვლის მომხრეა. ბევრი გაურკვეველი საკითხია, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შემდეგი აღმასკომისთვის გადავდეთ, რომელიც სამშაბათს გაიმართება. დიდი რისკებია, არ არის გარანტია, რომ აზიის კონფედერაცია მიგვიღებს. სულ 11 ნაკრები გვყავს და მათ აზიურ გუნდებთან მოუწევთ შეჯიბრი - რამდენად საინტერესო იქნება ეს ჩვენი ახალგაზრდობისთვის?
ტექნიკურად ეს რთული პროცედურაა, უეფას თანხმობაა საჭირო, შემდეგ განაცხადი აზიის კონფერედაციამ უნდა მიიღოს. ამას დრო სჭირდება, მინიმუმ ნახევარი წელი. იმ დროისთვის სხვადასხვა ტურნირების კენჭისყრა ჩატარებული იქნება, მათ შორის აზიურებისაც.
და ბოლოს - არავინ იძლევა გარანტიას, რომ აზიაში გადასვლა ავტომატურად მოგვცემს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებას. ჩვენ იმ შეჯიბრებებში მონაწილეობა აკრძალული გვაქვს, რომლებიც ფიფას ეგიდით ტარდება. ეს თემა შეთანხმებასა და განმარტებას მოითხოვს".
მაგრამ, შე, ჩე-ისა ამხელა კავკასიონი, რომ გიდგას წინ და გადმოდიხარ და მართმევ, აი მანდ ხარ მოსაკლავი და მოსაკლავი. ტილიანებზე აღარც ვლაპარაკობ, გუშინ და გუშინწინ მენახირეებად და მეცხვარეებად, რომ დავიქირავეთ, ერთნი, თუ მეორენი და მიწა მოუნდათ, ჩვენიაო.
პუტინი სად იყო 30 წლის წინ? მაშინ ვინ "გადარია ეს ხალხი"? მანამდე ვინ "გადარია ეს ხალხი"?!
ნორმალური რუსი არ არსებობს. ყველა რუსი არის რუსეთის სამხედრო დანაშაულებათა აქტიური მამოძრავებელი ძალა.