Спорт-Экспресс: რუსეთი აზიაში გადადის - დაკრძალვის სამგლოვიარო ღონისძიების მომზადება პარასკევს იწყება

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, ხვალ რუსეთის ფეხბურთის კავშირის სხდომაზე, დიდი ალბათობით, ევროპიდან აზიის ზონაში გადასვლა იქნება მიღებული. წერილის ავტორი მაკსიმ ალანაზაროვი წერს, რომ მათი ფეხბურთი საბოლოოდ დასამარდება:

მარტში რუსულ ფეხბურთს დაკრძალავენ. სამგლოვიარო ღონისძიებებისთვის მომზადება პარასკევს გაიმართება

ეპოქა, როდესაც ჩვენ ევროპისკენ მივდიოდით, დასასრულს უახლოვდება. შემდეგ აზია და გაურკვევლობაა.

"აღმასკომის ისტორიული სხდომა 23 დეკემბერს გაიმართება და ჩვენი ინფორმაციით, მიღებულ იქნება აზიის კონფედერაციაში გადასვლის გადაწყვეტილება, რასაც საბოლოოდ მარტში გააფორმებენ. ეს მაგალითი კი უახლოეს მომავალში სხვა სპორტული ფედერაციებისათვის ორიენტირი გახდება. ადგილმდებარეობის შეცვლასთან ერთად წარსულში დარჩება გაუმართლებელი
ხარჯები და კლუბების გაბერილი ბიუჯეტები. ახალი რეალიები გაცილებით მკაცრ ცხოვრებას გვპირდება.

როგორც ეს შეიძლება მოგვეჩვენოს, თავად აზიისკენ გზა ადვილი არ არის. გადაბარგების გამარტივებული ვარიანტი ჯერ ფიფამ უნდა დაამტკიცოს და მოგვცეს გარანტია იმისა, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზებს, ხოლო კლუბები აზიის კონტინენტური ტურნირების მონაწილენი გახდებიან. თუ თუნდაც რომელიმე პუნქტი არ შესრულდა, მაშინ  "ტრანსფერს" დაუყოვნებლივ აზრი დაეკარგება. ამასთან, დროის დეფიციტისა და ფიფას ზოგიერთი წევრის ჩვენდამი დამოკიდებულების გათვალისწინებით, პირობების სწრაფად შესრულების პერსპექტივა ძნელად დასაჯერებელია.

თვით იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი უმოკლეს ვადაში მხარდაჭერილი და განხორციელებული იქნება, რუსული ფეხბურთი მაშინვე დაკარგავს ყველაფერს, რაც Fan ID-ის ამოქმედების შემდეგ ვერ მოასწრო. აზიიდან და ევროპიდან კლუბებისა და ფედერაციების ფინანსური შემოსავლების (ნაკრებების ტურნირებიდან) შედარება სასაცილოა - ჩემპიონთა ლიგაზე გამომუშავებული მეფური გადარიცხვები შეგვიძლია დავივიწყოთ. იგრძენით სხვაობა: ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ერთი გამარჯვებისთვის გუნდი დაახლოებით 3 მილიონ დოლარს იღებს, აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის კი - 4 მილიონს".

ალაზაროვი აგრეთვე აღნიშნავს, რომ გუნდებს 8-საათიანი ფრენა მოუწევთ, ხარჯები გაორმაგდება, პრობლემა გახდება კლიმატურ პირობებთან ადაპტირება, თანაც დიდ გუნდებთან ვეღარ ითამაშებენ და დონე საბოლოოდ დაეცემა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
აზიაში კიარა საერთოდ თუ უნდა არსებობდნენ საკითხავია?!
მათ რა მისიაც დაეკისრათ უფლისგან (მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცება) სათანადოდ შესრულებისგან შორს არიან ისევე, როგორც ბიზანტია იყო თავის დროზე!
ლაშა
11:38 24-12-2022
0
მონღოლები უბრუნდებიან ისტორიულ სამშობლოს, ურდომ რვა საუკუნე გაქაჩა და ბოლოს ისევ თავის ადგილს უბრუნდება
....
14:45 23-12-2022
1

სიახლეები პოპულარული