"მანჩესტერ სიტი" ბელინგემის შეძენაში დარწმუნებულია

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი დიდი ალბათობით, ზაფხულში "ყვითლებს" დატოვებს.

ინგლისელის დამატებით მსოფლიო ფეხბურთის გრანდები: "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" ინტერესდებიან.

19 წლის ფეხბურთელმა 2022 წლის მუნდიალზე ბრწყინვალედ იასპარეზა და მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

ბრიტანული The Sun-ის ცნობით, "ქალაქელები" დარწმუნებულები არიან, რომ ნახევარმცველის დამატებას 100 მილიონ ევროდ შეძლებენ.

ბელინგემი "დორტმუნდის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, ამ პერიოდის განმავლობაში გერმანელთა რიგებში 112 მატჩი გამართა, თავი კი 19 გატანილი გოლითა და 21 საგოლე პასით გამოიჩინა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altტალანტების კალენდარი -

Transfermakt-ის რუბრიკაში პარკაძე ბელინგემის გვერდით მოხვდა

alt"უკეთესი გუნდი გავარდა, ჩვენი დრო აუცილებლად მოვა" - ბელინგემი საფრანგეთთან მარცხზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული