"უკეთესი გუნდი გავარდა, ჩვენი დრო აუცილებლად მოვა" - ბელინგემი საფრანგეთთან მარცხზე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან (1:2) მარცხს გამოეხმაურა.

"დორტმუნდის" ფეხბურთელის თქმით, "სამი ლომი" ფრანგებზე უკეთ გამოიყურებოდა და ნახევარფინალის საგზურს სწორედ ინგლისი იმსახურებდა.

"ეს ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში მემახსოვრება. უკეთესი გუნდი გავარდა. ფეხბურთი ხანდახან ასეთი უსამართლოა, მაგრამ თანაგუნდელებით ვამაყობ. ზრდას გავაგრძელებთ და ჩვენი დროც აუცილებლად მოვა" - განაცხადა ბელინგემმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში მაროკოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altინგლისის ნაკრები სახლში, მედლების ნაცვლად, კატით დაბრუნდება

altინგლისის ნაკრების მოთამაშეები მზად

არიან მოედანზე ერთმანეთის გამო თავი გაწირონ

მკითხველის კომენტარები / 3 /
რომელი იყო უკეთესი გუნდი, ინგლისი, რომელმაც პენალტის ხარჯზე დაძაბა მატჩი?! საფრანგეთი იყო ამ მატჩის ფავორიტი და საფრანგეთმა ვერ ითამაშა სათანადოდ, თორემ ინგლისმა ისე ითამაშა, როგორც აქამდე თამაშობდა!
ლაშა
10:54 13-12-2022
0
უკეთესმა გაიმარჯვა და გასავარდნი გავარდა. უყურე მაგ თამაშს სახლში და დარწმუნდი. თამაშს იგებს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს და მოწინააღმდეგის შეცდომებს იყენებს. ასეთი კი საფრანგეთი იყო
:)))))))))))
15:11 12-12-2022
0

სიახლეები პოპულარული