რუსეთი აზიაში გადაბარგებაზე ორჭოფობს - მათ სიხარულით იქაც არ ელიან

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომმა აზიის კონფედერაციაში გადასვლის გადაწყვეტილება ვერ მიიღო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანშეწონილობას 2023 წლის მარტამდე განსაზღვრავს.

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბონიტა მერსიადესი კი რუსეთის აზიის კონფედერაციაში მიღების წინააღმდეგია.

"რუსეთის უეფაში ან აზიის კონფედერაციაში ყოფნა არავითარ როლს არ თამაშობს ძირითად საკითხში, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მათ უნდა აეკრძალოთ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

ისინი ადამიანის უფლებებს და დადგენილ წესებს პატივს არ სცემენ. ამდენად რუსეთმა საკუთარ თავს თავად ჩამოართვა უფლება, იყოს მსოფლიოს სპორტული თანამეგობრობის ნაწილი.
მართებული იქნება ფიფას კითხვა დავუსვათ - აქამდე საერთოდ რატომ არ გარიცხეს თავისი რიგებიდან?", - ციტირებს მერსიადესს "გარდიანი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯიქიას არჩევნმა რომ გაუმართლა მე სხვა ეგეთი არ მინახავს :))))
სიმართლე
06 იანვარი 2023 10:02
0
მე ის მიკვირს რომ ეს სპორტსმენები ჩუმად არიან, მარტო ფეხბურთს არ ვგულისხმობ, ნუთუ ისე არიან დაშინებული რომ კარიერას ინგრევენ. ვერ ხედავენ რომ ამ ომმა მათ მომავლის პერსპექტივას დედა უტირა?
დავით 67
05 იანვარი 2023 23:29
0
ამ ბოღმიან ერს ჭკუა უნდა ასწავლოს მსოფლიომ სუყველგან უნდა გარიცხონ ამათი ადგილი აქ არ არი
დავით
31 დეკემბერი 2022 13:46
0
რუსული გემის საკრუიზო მოგზაურობოს კონფედერაციის თასზე ითამაშონ ხოლმე
საბა
31 დეკემბერი 2022 08:48
1
ანტარქტიდის ფეხბურთის ფედერაცია დაარსონ რუსებმა და ვინც უნდათ ისინი მიიღონ.
გუგა
31 დეკემბერი 2022 07:48
0
გასაკვირიც იქნება კაციჭამიებს სადმე სიხარულით რომ ელოდებოდნენ. ტყუილად წვალობენ დარწმუნებული ვარ შემდეგ მსოფლიოზეც ვერ მიიღებენ მონაწილეობას. სიბოროტე ყოველთვის უკან ბრუნდება ბუმერანგით. ჩვენ რომ იზოლაციაში გვამყოფეს გამოყოფის შემდეგ, ახლა გაცილებით მეტს იმკიან ბოროტების იმპერიაში. ჩვენი დაქუცმაცებაც არ შეგრჩებათ სისხლის მსმელებო, მოვა დრო დაქუცმაცებულს გიხილავთ მაგ გადაჭიმილ ტერიტორიაზე.
G.LA
30 დეკემბერი 2022 22:06
3
რა შოვინიზმიც დათესეს, ქართული ენის გაუქმების ჩათვლით, იმას იმკიან რუსები!
ლაშა
30 დეკემბერი 2022 21:19
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული