რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომმა აზიის კონფედერაციაში გადასვლის გადაწყვეტილება ვერ მიიღო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანშეწონილობას 2023 წლის მარტამდე განსაზღვრავს.
ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბონიტა მერსიადესი კი რუსეთის აზიის კონფედერაციაში მიღების წინააღმდეგია.
"რუსეთის უეფაში ან აზიის კონფედერაციაში ყოფნა არავითარ როლს არ თამაშობს ძირითად საკითხში, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მათ უნდა აეკრძალოთ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.
ისინი ადამიანის უფლებებს და დადგენილ წესებს პატივს არ სცემენ. ამდენად რუსეთმა საკუთარ თავს თავად ჩამოართვა უფლება, იყოს მსოფლიოს სპორტული თანამეგობრობის ნაწილი.
მართებული იქნება ფიფას კითხვა დავუსვათ - აქამდე საერთოდ რატომ არ გარიცხეს თავისი რიგებიდან?", - ციტირებს მერსიადესს "გარდიანი".