"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ, 29 დეკემბერს, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ქიმიოთერაპიის კურსმა კი შედეგი ვერ გამოიღო...

ლეგენდაზე ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, რონალდომ ისაუბრა:

"როცა პელეს მემკვიდრედ მასახელებდნენ, ყოველთვის მეღიმებოდა. ეს შეუძლებელი იყო. პელე ის იყო, ვინც ლამაზი ფეხბურთის მეტაფორად იქცა, უპირველეს სიმბოლოდ.2000 წელს, როცა "ოლიმპიკოზე" მუხლი დავიზიანე და კარიერაში საბედისწერო ტრავმა მივიღე, პელე იტალიაში იმყოფებოდა. მან რომიდან ნიუ-იორკში ფრენა გადადო და საგანგებოდ გამოფრინდა მილანში. ეს მან მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ გულში ჩავეკარი და
ოჯახის წევრივით ვენუგეშებინე. როცა ავტომობილიდან გადმოვიდა სასტუმროს კარისკაცმა იცნო და კინაღამ გონება დაკარგა.

ჩვენი შეხვედრა დღესავით მახსოვს.

ყავარჯნებით ვიჯექი, ჩვენი ტერასიდან "სან სირო" ერთი ხელის გაწვდენაზე მოსჩანდა. პელე იხსენებდა იქ ჩატარებულ მატჩებს "სანტოსისა" და ბრაზილიის შემადგენლობაში, როცა ანჯელო მორატის სურდა მისი "ინტერში" გადაბირება, მაგრამ მას ბრაზილია არ დაუტოვებია. ამ დროს პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ დამირეკა და ჩემი ძვირფასი სტუმრის შესახებ შეიტყო. მას ვკითხე, ხომ არ სურდა პელესთან კონტრაქტი გაეფორმებინა მანამ, სანამ მე ტრავმის გამო გუნდს ვერ ვეხმარებოდი. მასიმომ გაიცინა და მტკიცე "დიახ" მითხრა, ის კი იმ ადამიანთა კატეგორიაში ეწერა, ვინც ყოველთვის ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. მორატი მართლა იყო მზად 60 წლის პელესთან კონტრაქტის გასაფორმებლად".

წყარო: Football's Greatest
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგენდარული სიტყვები, ასევე ლეგენდარული მოთამაშისაგან და განსაკუთრებით დიდი ლეგენდის საპატივცემულოდ!
ვახო...
23:48 31-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული