მესისა და რონალდოს გარეშე - ვან ბასტენმა მისი აზრით, ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა მისი აზრით, მსოფლიოს ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

"პელე, დიეგო მარადონა და იოჰან კრიუფი - ეს სამი ფეხბურთელი ისტორიაში საუკეთესოა.

მაგრამ არ დამავიწყდება კრიშტიანო რონალდო, ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი... ლიონელ მესი ასევე შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ მარადონას ყოველთვის ჰქონდა მეტი გავლენა, ქარიზმა გუნდში", - ციტირებს ვან ბასტენს France Football.
მკითხველის კომენტარები / 9 /
25 წლის წინ,ვან ბასტენის არჩევანზე,მეც ხელს ავწევდი.პელე და მარადონა ულაპარაკოდაც ყველასათვის გასაგებია,კრუიფმა კი,ფეხბურთი შეცვალა.მას მხოლოდ დი სტეფანო უწევდა კონკურენციას,ფეხბურთში ცვლილებაზე და კიდევ ბეკენბაუერი.დღეის გადმოსახედიდან,უკვე მესიც სამეულის წევრად მიმაჩნია,რადგან უკვე ისიც გააკეთა,რასაც აქამდე მის ერთადერთ ნაკლად მოიხსენიებდნენ.გახდა ნაკრების ბელადი და ნაკრებს მოაპოვებინა ჯერ ამერიკის,შემდეგ კი,მსოფლიოს ჩემპიონობა.კრუიფმა ერთხელ ეს ვერ შესძლო და ვერცხლის მედალს დასჯერდა,მეორედ კი,საერთოდ უარი განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლაზე.ჰოლანდიამ უმისოდ ფინალში გააღწია და ის რომ ჰყოლოდათ,ვინ იცის,ჩემპიონობაც ეზეიმათ.
სოსო
16:40 08-01-2023
4
W-ს

თავი დაანებეთ ასეთ სულელურ აზრების ფრქვევას. იმ პერუს ბრაზილიამ 3-0 მოუგო არგენტინას 4-0 ყოფნიდა და რატომ ვერ უნდა მოეგო? ის არგენტინა იმ შემადგენლობით კემპესი, არდილსი, ლუკე, ბერტონი, პასარელა, ტარანტინი თავისი დიდებული მწვრთნელით მენოტით ამ არგენტინას გადაუვლიდა თვაისი მესით. მსოფლიოს გაყიდვას როგორი ლოგიკით ხედავთ საკითხავია. იმ არგენტინის შემყურეს ყველას შეუყვარდებოდა ფეხბურთი და სირცხვილია მათი ამოსვრა ჭორაობით.
G.LA
20:30 08-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული