მოულოდნელი შეტევა ზიდანზე - საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან ზიზუს დაცვა მბაპესა და სპორტის მინისტრს მოუწიათ

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ზინედინ ზიდანის შესახებ მოულოდნელი და კრიტიკული კომენტარი გააკეთა.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ "მამლების" თავკაცი მომავალი 3 წლის განმავლობაშიც დიდიე დეშამი იქნებოდა.

ჟურნალისტებმა ლე გრეს ჰკითხეს, მართლაც იყო თუ არა საფრანგეთის ნაკრებში ზინედინ ზიდანის დანიშვნის ვარიანტი და რას იტყოდა იმის შესახებ, რომ "ზიზუმ" შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.

"ზიდანს არასდროს შევხვედრივარ. მედიამ მუდამ რაღაც უნდა წეროს, ეს მათი საქმეა. ზოგიერთი ჟურნალისტი კი რაღაცას იგონებს, დეშამის გაშვება არასდროს მიფიქრია.

ზიდანს თავისი ცხოვრება
აქვს. ის იმას აკეთებს, რაც თავად სურს. ცდილობდა ის, რომ დამკავშირებოდა? - რა თქმა უნდა, არა! სიმართლე გითხრათ, რომ დაერეკა, არც ვუპასუხებდი. რა გსურთ? მისთვის კონკურსი ჩავატაროთ, რომ დასაქმდეს?" - თქვა ლე გრემ.

ამ კომენტარს სოციალურ ქსელში საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავი კილიან მბაპე გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"ზიდანი საფრანგეთია. ლეგენდის მიმართ ასეთი უპატივცემულობის გამოჩენა არ ღირს", - დაწერა მბაპემ. 

მოგვიანებით განცხადება გამოაქვეყნა საფრანგეთის სპორტის მინისტრმაც, რომელმაც ლე გრეს ნათქვამს სამარცხვინო უწოდა:

"ეს სამარცხვინო განცხადებაა, რომელიც ყველას შეურაცხყოფას გვაყენებს. ეს ყველაფერი კი მიმართულია ფეხბურთისა და სპორტის ლეგენდის წინააღმდეგ.

სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. მე ვითხოვ პატიებას იმ სიტყვებისთვის, რაც ლე გრემ თქვა", - აღნიშნავს ამელი ოდეა-კასტერა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩათ მბაპე! ეტყობა რომ თავისუფალი ადამიანია - როცა სათქმელია უნდა თქვა და იმაზე არ იფიქრო ვის მოეწონება და ვის არა. ზიდანი მართლა არ იმსახურებდა ასე ლაპარაკს
gogi
18:59 09-01-2023
0
პირი უნდა ამოუკერო ასეთებს, ისე მე დეშამის აზრიც მაინტერესებს ამ ყველაფერზე.
ეეე
20:17 09-01-2023
0

სიახლეები პოპულარული