"იუვენტუსს" "ნაპოლის" სპორტული დირექტორის გადაბირება სურს

AutoSharing Option
"იუვენტუსს" "ნაპოლის" სპორტული დირექტორის გადაბირება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Reppublica ავრცელებს.

"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა კრისტიანო ჯუნტოლის მუშაობით მოხიბლულია. იტალიელმა გასულ ზაფხულს გამორჩეული ტრანსფერები განახორციელა: ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯაე, ჯაკომო რასპადორი, მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელებმა კი "პარტენოპეი" დატოვეს.

სპალეტის გუნდი 2022/23 წლების სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და ამაში დიდი დამსახურება სწორედ ჯუნტოლის მიუძღვის.

კრისტიანოს "ნაპოლისთან" მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულს ეწურება. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა 50 წლის საფეხბურთო სელექციონერი "იუვენტუსში" მუშაობას.

altჯუნტოლი მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებს - "ნაპოლი" ზაფხულში 3 ფეხბურთელს

შეიძენს

altჯუნტოლისა და ხვიჩას აგენტების შეხვედრა შედგა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

alt"ხვიჩაზე ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა, პრესის ფაბრიკაცია" - ჯუნტოლი ქართველი ვარსკვლავის შესახებ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული