მესიც საუდის არაბეთში რონალდოს კონკურენტად? - ლეოს სუპერკონტრაქტს სთავაზობენ

AutoSharing Option
ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ჰილალს" ლიონელ მესის დამატება სურს.

გუნდი მზადაა, არგენტინელ ვარსკვლავს სეზონურად 300 მილიონი ევრო გადაუხადოს.

"ალ-ჰილალი" საუდის არაბეთის ჩემპიონატში პირველობისთვის ბრძოლაში კრიშტიანო რონალდოს "ალ-ნასრის" მთავარი კონკურენტია.

მოგეხსენებათ, მესის ზაფხულში პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ბოლო ინფორმაციით, ის პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მესი მშვენიერ ფორმაშია და მისი თამაშის ყურება ისეთივე დიდი სიამოვნებაა ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის (ჰეიტერებს არ ვგულისხმობ) როგორც ადრე. არაფრით არ არის იმაზე ნაკლები. რაც მაგალითად ხუთი წლის წინ იყო. ხოდა რა უნდა საუდის არაბეთში? კი ბატონო, მოუგებელი ტიტული აღარ დარჩა,მაგეამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? თამაშის დონეს რომ მოუკლებს , მაშინ წავა ევროპიდან.ახლა რატომ უნდა წავიდეს.რა სისულელეა.
არტ
20 იანვარი 2023 14:24
0
მთელი მსოფლიო ქარვასლად უნდა აქციონ
უშანგი
13 იანვარი 2023 18:01
0
პსჟ-ში რა უნდა მოიგოს მესიმ რაც არ მოუგია აქამდე, ევროპა ლიგა? მართლა გონიათ რომ 40 წლის მესი მსოფლიოზე ითამაშებს? ჩემი აზრით ასეთი ფეხბურთელები ისე უნდა წავიდნენ რომ გული დაგვწყვიტონ წასვლით და არა კარიერის ბოლომდე სტვენამდე ითამაშონ. ჩემი აზრით წავა საუდის არაბეთში.
G.LA
13 იანვარი 2023 09:13
3
დიდოოო ექსპერტო! შენზე უკეთ იცის მესიმ თუ როდის დაამთავრებს კარიერას!
G.LA-s
13 იანვარი 2023 13:02
0
ყველაზე მაგარი იყო ბრაზილიელებმა რომ შესთავაზეს კონტრაქტი... ყველაზე გოლზე პრემიაო ოღონდ ბევრი გოლები გაიტანოო ფული არ გვაქო შეჩემა
Ixtibar
13 იანვარი 2023 07:17
2
ერთი მხრივ ცუდია ამდენი ფულებით რომ აცდუნებენ ფეხბურთელებს მაგრა ისე მაგარი საინტერესო კი იქნება რას იზამენ იქ
zura222
13 იანვარი 2023 04:13
2
მესი, პსჟეში რჩება! ისე, რომ შეეშვით.
ზურა
12 იანვარი 2023 21:47
2
უკვე ტოტალიზატორების ჩარევაა აშკარაა და ფული, ფეხბურთი ფლეისთეიშენს დაემზგავსა,
აჩი**
12 იანვარი 2023 15:42
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული