"ვისთან ერთად აღვნიშნავ ამ გამარჯვებას?" - სპალეტი კარგ ხასიათზეა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და მეტოქე 5:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ გამარჯვებას შვილებთან ერთად აღნიშნავს.

"ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი სწორად გააკეთეს, შესანიშნავი საღამო გამოვიდა. გულშემატკივრების ასეთი მხარდაჭერა, ძალიან მნიშნელოვანი იყო. 

ვისთან აღვნიშნავ ამ გამარჯვებას? ჩემს შვილებთან ერთად, ისინი ჩემთან მილანიდან ჩამოვიდნენ. ხვალ გუნდი ივარჯიშებს" - განაცხადა სპალეტიმ.

"ნაპოლი" 47 ქულით ლიდერია და "იუვე" 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს "კრემონეზესთან" ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე
გასვლაზე "სალერნიტანას" დაუპირისპირდება.

alt"ყველა კრიტიკოსი სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო" - რას წერენ იტალიურ მედიაში "კვარას" თამაშზე

alt"მის წინააღმდეგ ვერაფერი გავაწყვეთ" - ალეგრი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

altსპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

altფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მადლობა სპალეტის ასე რომ ენდობა ხვიჩას, სხვა რომ აკრიტიკებდა ეს იცავდა. შეიძლება მაურინიოსნაირ წიკებიან მწვრთნელს იმ ჩავარდნის მერე ძირითადიდან ამოეგდო საერთოდ.
Zola72
19:54 14-01-2023
0
მორჩეს სეზონი, გახდეს ნაპოლი ჩემპიონი და მერე სპალეტი აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ და ვაქეიფოთ საქართველოში! დიდი მადლობა მას რომ ამ ჩვენი ოქროს ბიჭისგან ნამდვილი ბრილიანტი “გამოთალა”
simartle
14:53 14-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული