ფაბრიციო რომანოს ცნობით, თავად 20 წლის ფეხბურთელს "არისტოკრატების" რიგებში თამაში სურს. გრემ პოტერის გუნდს შეტევაში სერიოზული პრობლემები აქვს, "ლურჯებს" ტრავმის გამო 2 თვით კრისტიან პულიჩი გამოაკლდათ, პიერ ემერიკ-ობამეიანგი კი საუკეთესო ფორმისგან შორსაა.
დათანხმდება თუ არა პსვ "ჩელსის" შეთავაზებას ჯერჯერობით უცნობია.
ახალგაზრდა ჰოლანდიელი ერედივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება, მიმდინარე სეზონში მადუეკემ 8 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა გამოიჩინა.