37 წლის სპეციალისტი ბელგიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იქნება.
ტედესკო სხვადასხვა დროს: "შალკეს", "სპარტაკსა" და "ლაიფციგს" წვრთნიდა, ახალგაზრდა სპეციალისტი ბელგიის ნაკრებთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ რობერტო მარტინესი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. თავის მხრივ, 49 წლის მწვრთნელი სათავეში პორტუგალიის ნაკრებს ჩაუდგა.
ტედესკომ გიორგი ჯიქია "ნაპოლიში" არ გაუშვა
დომენიკო ტედესკომ ჯანო ანანიძე ათამაშა - "სპარტაკი" დამარცხდა