მოურინიო: "კრემონეზემ" სამართლიანად გაიმარჯვა, "ნაპოლისთან" კი...

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ თებერვალს, იტალიის თასის მეოთხედფინალში, "კრემონეზე" "რომას" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ რომაელთა თავკაცი ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა.

პორტუგალიელის თქმით, "კრემონეზემ" გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა "ჯალოროსის" "ნაპოლისთან" არ გაუმართლა.

"კრემონეზეს" დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. პირველ ნახევარში ცუდად გამოვიყურებოდით. მათ ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურეს.

წინ გრძელი სეზონია. რთული პერიოდი ნებისმიერ გუნდს აქვს. ნეაპოლში ბრწყინვალედ ვითამაშეთ და მარცხი არ დაგვიმსახურებია. სწორედ ამიტომ ვიყავი ამაყი სპალეტის გუნდთან წაგების შემდეგ. მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა მოურინიომ.

alt"ნაპოლის" შემდეგ ლოჩოშვილის "კრემონეზემ" თასიდან

"რომაც" გამოაგდო

altმოურინიო: "ნაპოლი" შევაშინეთ, სტადიონი გავაჩუმეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით



მკითხველის კომენტარები / 8 /
ახალი გიჟია?
Xoxmaa ra
03 თებერვალი 2023 20:51
0
არა რა, ეს კაცი ან გვეკაიფება, ანაც მაგრა ეწევა
ქობულეთიდან
03 თებერვალი 2023 19:16
0
უეჭველი პარანოიკია ნაპოლიზეა ჩაციკლული
გიორგი
03 თებერვალი 2023 08:09
0
ე.ი. ამ კაცს ცოტა ფსიქიკური აშლილობა წირს: ძლიერ ნაპოლისთან წაგება შემთხვევითობა იყო, ხოლო სუსტ კრემონეზესთან კანონზომიერება!
წადი ბიჭო კოჭი სენიანებს გაუგორე!
პლეხანოვზე გაზრდილი
02 თებერვალი 2023 23:46
0
რა არის გაუგებარი?!ნაპოლისთან მთელი სული და გული ჩადეს,მიუხედავად მისა,რომ მართლაც მაგრად ეთამაშნენ,მაინც წააგეს და ამის შემდეგ,კრემონეზესთან აღარც ფიზიკური და აღარც სულიერი ენერგია აღარ შერჩათ,სრულფასოვანი თამაშისათვის.ის თამაში,რეალურად,მართლაც არ წასაგები იყო და შეიძლებოდა საპირისპირო შედეგითაც დამთავრებულიყო.უბრალოდ ნაპოლის რეზერვები,უფრო უკეთესები აღმოჩნდნენ და სიმეონეს გოლი,სულაც არ იყო თამაშის ლოგიკიდან გამომდინარე.ვფიქრობ სწორედ ამას გულისხმობს მოურინიო და ესახელება,რომ ამჟამად ევროპის უძლიერეს გუნდთან ტოლ სწორად ითამაშა და არც არაფერი დაუთმიათ.ამით ნაპოლისაც სათანადოს უზღავს და არც საკუთარ თავს ივიწყებს.რა ვიცი,მე ასე ვხედავ და სხვამ, შესაძლოა სხვანაირადაც შეხედოს.
სოსო
03 თებერვალი 2023 14:14
0
ჟოზე-ფინა ფორმაშია
შიშველი სიმართლე
02 თებერვალი 2023 17:25
0
ცირკი ხარ ჟოზე,დდდდდდ
rrr
02 თებერვალი 2023 17:10
0
შე ჟოზე შენა (ჟირაფი ჟოზე)!
მწვრთნელი
02 თებერვალი 2023 14:26
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული