სტუმართა ახალწვეულმა, სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ "ალ ნასრის" მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდი მარცხისაგან იხსნა.
5-გზის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულმა გოლის გატანა მატჩის 93-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მოახერხა.
"ალ ნასრი" 34 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, რუდი გარსიას შეგირდები მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს, სტუმრად "ალ ვეჰდას" წინააღმდეგ გამართავენ.
რონალდო და რამოსი კვლავ ერთად? - ვეტერანი ესპანელი თავის მომავალს მალე გადაწყვეტს
"არ მჯერა, რომ კარიერას აქ დაასრულებს" - რუდი გარსია კრიშტიანო რონალდოს მომავალზე