"ყველა ნორმალური მამაკაცი ერთხელ მაინც უნდა იყოს ნაჯდომი" - კოკორინის "გენიალურ ციტატას" დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

AutoSharing Option
2018 წლის ოქტომბერში მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში რუსეთის ვაჭრობის სამინისტროს მაღალჩინოსნების, დენის პაკის და სერგეი გაისინის ცემისთვის (თავში სკამი ჩაარტყეს) რუს ფეხბურთელებს ალეკსანდრ კოკორინსა და პაველ მამაევს, აგრეთვე ალეკსანდრ კოკორინის ძმას, კირილს 2019 წლის მაისში წლინახევრით თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯეს. იმავე წლის სექტემბერში ისინი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. როგორც ამბობენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავს ურიგოდ როდი გრძნობდნენ.

31 წლის ალეკსანდრ კოკორინი ახლა კვიპროსის „არისში“ თამაშობს (ფიორენტინამ იჯარის წესით გაუშვა), რომლის რიგებში ამ სეზონში 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა (2 პენალტით). მან ახლახან „იუთუბის“ არხ
„სუპერლიგასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არაფერს არ ნანობს, რამეთუ უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო, კარგი სკოლა გაიარა, ყველა ნორმალური ბიჭი, მამაკაცი ერთხელ მაინც უნდა „იჯდეს“, რათა აზრზე მოვიდეს და ეს სკოლა იგრძნოს.

კოკორინის ნათქვამმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ფიგურულ სრიალში ოლიმპიადის სამგზის და მსოფლიოს ათგზის ჩემპიონმა ირინა როდნინამ, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დუმის დეპუტატია, ფეხბურთელი გააკრიტიკა:

„სპორტში ფეირ-პლეი არსებობს - პატიოსნი თამაში და პატივისცემის გამოხატვა. ეს ოლიმპიურ თამაშებზე ფიცია. თუ ეს არ ესმით, მაშინ კუზიანს სამარეც ვერ გამოასწორებს“.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეც ეგრე ვფიქრობ და მომკალით ახლა! ფიქრისთვის და აზრების გადაფასებისთვის დროა ბევრი.
კ ო მ ბ ლ ე
05 თებერვალი 2023 14:35
5
მაგას თუ უდანაშაულო ადამიანების თავზე სკამების გადამტვრევა,ნორმალურ ბიჭობად მიაჩნია,უნდა დასცე თავში,200 კილოგამიანი "შტანგა," "ნორმალურ მიცვალებულად" გადააქციო და ანგელოზებთან გაუშვა.სამაგიეროდ შენ იქცევი,ნორმალურ ბიჭად!რაც დავწერე,რა თქმა უნდა არასერიოზულია და უბრალოდ ,ორთქლი გამოვუშვი.მთლიანად ვეთანხმები,განუმეორებელი ირინა როდნინას დასკვნას,კუდიანს სამარეც ვერ გაასწორებსო.კრეტინად დაბადებული,კრეტინად დარჩება.გასული საუკუნის 40-50-იან წლებში,რუსეთში ასეთი გამოთქმა ჰქონდათ:მშობლებს სამი ვაჟი ჰყავდათ,ორი ნორმალური იყო,მესამე კი,ფეხბურთელი.კოკორინი,სწორედ ის მესამე ძმაა, ფეხბურთელი!
სოსო
05 თებერვალი 2023 11:50
1
რაში გვჭირდება ვიღაც რუსი ფეხბურთელის ისტორიები და კომენტარები, ჩვენ ჩვენი "ქურდები" და ქურდული მენტალიტეტის ხალხი გვყოფნის, პირველი პრეზიდენტი ამ მენტალიტეტმა შეიწირა
პატრიოტი
05 თებერვალი 2023 11:27
3
მართალია. ჯარში ყველა კაცი უნდა იყოს ნამყოფი.
მე სამწუხაროდ ვერ წავედი ჯანმრთელობის მიზეზის გამო, ადრე არც მქონია სურვილი წასვლის, მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ. სამშობლოს დაცვა უნდა და ყველა ქართველის ვალია ეს გააკეთოს.

ჯარის ამბავში რაც ვილაპარაკეთ ეს ეხება ცივილურ ქვეყანებს, მაგრამ თუ რუსეთზე მიდგა საქმე, მაშინ ჯარი ზუსტად ის ადგილია, რასაც სიცოცხლის ფასადაც კი უნდა აარიდო თავი. იმიტომ რომ ამ დამპალი ქვეყნის ჯარში წასვლა ავტომატურად მკველად გახდომას ნიშნავს.
დდ
05 თებერვალი 2023 11:00
3
ესენი რუსი ქოცები არიან?თუ ქოცობას საზღვრები არააქ?
ვი-რუსი
05 თებერვალი 2023 10:29
9
ნაჯდომი რაზე?
Koloa Axobadze
05 თებერვალი 2023 08:40
0
ციხეში არა, მაგრამ ჯარში ნამყოფი უნდა იყოს ყველა მამაკაცი.
აბგ
05 თებერვალი 2023 00:51
9
ამინ
mtieli
05 თებერვალი 2023 06:02
1
კი,ბაზარი არ არის,თუ ფიზიკურად არ შეუძლია სხვა რამე დააბრალონ და ნუ ავარჯიშებენ-გონებრივი შრომა.
რო არ იყოს-ბლატებით თავის არიდება
და რაც მთავარია
სწავლა და სპორტი და არაფერი არ უნდა ათავისუფლებდეს ჯარიდან
და იყოს 1 წელი ორის მაგიერ.
Levani
05 თებერვალი 2023 04:06
5

სიახლეები პოპულარული