"მანჩესტერ იუნაიტედს" ოსიმენის დამატება იანვარშივე სურდა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი

AutoSharing Option
"ნაპოლის" შემტევით, ვიქტორ ოსიმენით, დაინტერესებას ბევრი გრანდი გამოთქვამს. სერია A-ს ბომბარდირი "რეალის", "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა.

Il Mattino-ს ცნობით, "წითელმა ეშმაკებმა" ნიგერიელის შეძენა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სცადა, თუმცა "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მოლაპარაკებების დაწყებაზეც კი უარი თქვა, 71 წლის კინორეჟისორი ოსიმენის თაობაზე შეთავაზებებს ზაფხულში მოისმენს.

"ოსიმენი 150 მილიონზე ნაკლებად არ გაიყიდება, "პარტენოპეიში" იგი ყოველწლიურად 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, "ნაპოლი" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდება, თუმცა ეს მარტივი არ იქნება" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ჯამში 21
მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altოსიმენი ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს? - ინგლისური გრანდები ვიქტორის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას იხდიან

altსპალეტი: მომავალში კვარაცხელიას ოსიმენი გაატანინებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
წავა და ძაანაც მიქარამს, მაგას თუ გონია ეგოისტი მანკურიანელები, კვარასავით პირისპირ გასულები მას გაატანინებენ ძაან ცდება, მანდ თავისიანი რონალდუ არ დაინდეს და საშინლად დამცირებული გამოაბუნძულეს.
ეეე
21:47 07-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული