სპალეტი: მომავალში კვარაცხელიას ოსიმენი გაატანინებს

AutoSharing Option
სერია A-ს 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"კვარას" და ოსიმენის ასეთი თამაში ყველა მატჩში გვესაჭიროება, მოედნის საფარი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო, ამიტომ ჩვენი ტემპის პოვნა გაგვიჭირდა, ორივე მათგანი ძალიან გუნდური ფეხბურთელია, რაც მათ მაღალ ხარისხს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მართალია, დღეს ოსიმენს "კვარამ" გაატანინა, მაგრამ შემდეგში იგივეს ოსიმენი გააკეთებს და ამჯერად ხვიჩას გაატანინებს. გუნდურობა ინდივიდუალიზმზე წინ დგას. დიახ, პენალტისტი კვარაცხელიაა, თუმცა გვყავს სხვა
ფეხბურთელებიც, რომლებსაც თერთმეტმეტრიანების შესრულება კარგად შეუძლიათ" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ამ გამარჯვების შემდეგ "ნაპოლი"
56 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მომდევნო მატჩს 12 თებერვალს "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

alt"რა ჯანდაბას მეკითხები?" - ჟურნალისტმა სპალეტი წყობიდან გამოიყვანა [VIDEO]

alt"მინდა, თანაგუნდელებსა და მწვრთნელს მადლობა გადავუხადო" - ოსიმენი სპეციასთან მატჩის შემდეგ

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სპეციასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფოტოზე - ცაზე ოქროს მედლები გამოჩნდა.
დილორენცო - ხოხო რას ბრდღვიალებს!!!
კვარა - ჩამოუშვი, ჩამოუშვი.. მაინა მაინა...!!!
ოსიმენი - დაღარე ვითარცა ხაშლამა, მაგი დედაც ვატირე!!!
ოპტიმუს
09:45 06-02-2023
2
Xvicha nagdi qartvelia da magitom iqceva egre ar eshleba arc is arc es egaa qartveloba aba gvaramiac qartvrlia da xvichac?
Lasha
09:29 06-02-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული